გაგლოევების კოშკი
გაგლოევების კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კოშკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია ფიქალითა და ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. შემორჩენილია ოთხი სართულის დონეზე. კარი გაჭრილია ჩრდილოეთით მეორე სართულზე. სამხრეთ-დასავლეთ კუთხე მონგრეულია, შემორჩა ოთხი სართულის დონე.
კოშკი ავსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004