გაბრიელ ონორე მარსელი (ფრანგ. Gabriel Honoré Marcel; დ. 7 დეკემბერი, 1889 — გ. 8 ოქტომბერი, 1973) — ფრანგი ფილოსოფოსი, დრამატურგი, მუსიკის კრიტიკოსი და ქრისტიანული ეგზისტენციალიზმის წამყვანი ფიგურა, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი. მარსელის შემოქმედება, რომელიც ათეულობით წიგნსა და ოცდაათზე მეტ პიესას მოიცავს, ტექნოლოგიურად დეჰუმანიზებულ საზოგადოებაში თანამედროვე ადამიანის გადარჩენისთვის ბრძოლას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად პირველ ფრანგ ეგზისტენციალისტად მოიხსენიება, იგი უარყოფდა მის ასოცირებას ისეთ ფიგურებთან, როგორიცაა ჟან-პოლ სარტრი. თავისი ფილოსოფიური პოზიციის განსაზღვრებისთვის იგი ამჯობინებდა ტერმინს ეგზისტენციის ფილოსოფოსი ან ნეო-სოკრატისტი. მარსელის ცნობილი ნაშრომია „ყოფის მისტერია“ (1951), რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება