გაბრიელე ბრაგანტინი
გაბრიელე ბრაგანტინი (დ. 17 თებერვალი, 1955, ვერონა, იტალია) — საქართველოში მოღვაწე იტალიელი სასულიერო პირი, თეოლოგი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგაბრიელე ბრაგანტინი დაიბადა 1955 წლის 17 თებერვალს ქალაქ ვერონაში, იტალიაში. 1975-1981 წლებში იგი ვერონის წმინდა ზენონის თეოლოგიურ ინსტიტუტში ფილოსოფიურ-თეოლოგიურ კურსს დაეუფლა. ამავე წელს იგი პრესვიტერად აკურთხეს. 1980-1982 წლებში გაბრიელე ბრაგანტინი ბოლონიის დომინიკელთა ინსტიტუტში სწავლობდა, სადაც მას თეოლოგიაში ლიცენზია მიენიჭა. 1980-1989 წლებში იგი ვერონის ინფორმატიკის ლიცეუმ „ალესტიმატეში“ რელიგიის მასწავლებელი იყო, ხოლო 1994 წელს საშუალო სკოლის „მინო ტურკი“ დირექტორად დაინიშნა.
1994 წელს გაბრიელე ბრაგანტინი საქართველოში ჩამოვიდა და ქუთაისის სტიმატინთა საკრებულოს ხელმძღვანელი გახდა. მოგვიანებით მას კათოლიკური ეკლესიის ეკუმენიზმის, კულტურისა და ლიტურგიის საეპისკოპო ვიკარიუსის წოდება მიენიჭა.
ამჟამად გაბრიელე ბრაგანტინი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორია.