ბჰუტანის დრო (BTT — ინგლ. Bhutan Time) — სტანდარტული დრო, რომელიც დაყენებულია ბჰუტანის სამეფოში, შეესაბამება საერთაშორისო კოორდინირებული დროის UTC+06:00 სასაათო სარტყელს (UTC)[1]. ბჰუტანის ტერიტორიაზე არ ხდება საათის საზაფხულო დროზე გადაყვანა.[2]

+ 6 საათი — სტანდარტული სხვაობა დროში UTC/GMT-ს შორის.
BTT — ბჰუტანის დროის სტანდარტული აღნიშვნა.

1947 წლის 15 აგვისტომდე ბჰუტანში გამოიყენებოდა ადგილობრივი საშუალო დრო(ინგლისური)ქართ., რომელიც შეესაბამებოდა +5:58:36 UTC-ს.[3]

1947 წლის 15 აგვისტოს 00:00:00-ში (პარასკევი) საათები ბჰუტანის ტერიტორიაზე გადავიდა 28 წუთითა და 36 წამით უკან და დამკვიდრდა 1947 წლის 14 აგვისტოს 23:31:24 საათი (ხუთშაბათი) ინდოეთის სტანდარტული დროისა(ინგლისური)ქართ. (Indian Standard Time (IST)), რომელიც შეესაბამება UTC+05:30 საათს.[3]

1987 წლის 1 ოქტომბრის 00:00:00-ში (პარასკევი) საათები ბჰუტანის ტერიტორიაზე გადავიდა 30 წუთით წინ და დამკვიდრდა ბჰუტანის (სტანდარტული) დრო (BTT), რომელიც შეესაბამება UTC+06:00 საათს.[4]