ბჰიმა (მაჰაბჰარატა)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბჰიმა - ინდური ეპოსის "მაჰაბჰარატას" პერსონაჟი. ძმები პანდავების შორის მეორე, მათთან ერთად დრაუპადის, ასევე ვალანდარას და ჰიდიმბის ქმარი; სუტასომას, სავარგას და გჰატოტკაჩას მამა, კუნტის და პანდუს ქარის ღმერთის - ვაიუს მიერ ნაბოძარი ვაჟი. ეპოსში ბევრჯერ ნაჩვენებია მისი მამიდან მიღებული სიძლიერე და სიფიცხე - თვით წვიმის ღმერთი ინდრაც ვერ უტოლდება მის სიძლიერეს, ასევე მისი დიდი მადა - პანდავების მიერ მიღებული საკვების ნახევარი ხშირად ბჰიმას ეკუთვნოდა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სხვა პანდავების მსგავსად ბჰიმას კრიპა და დრონა ასწავლიდნენ რელიგიას, მეცნიერებას, ადმინისტრირებას და სამხედრო ხელოვნებას, კერძოდ ის გადას ოსტატი გახდა. ბჰიმა ძალიან ამაყობდა ვაიუს მფარველობით და მისი მინიჭებული ძალით და ხშირად ბიძაშცილებს საბრძოლად იწვევდა ადვილი მოგებისთვის. ბჰიმას წინააღმდეგ უძლურობა ძალიან აღიზიანებდა დირიოდჰანას - იმდენად, რომ მან მისი საჭმელი მოწამლა და მდინარე განგაში დახრჩობა სცადა. ის გადაარჩინა ნაგას მეფემ ვასუკიმ, მიანიჭა შხამების იმუნიტეტი და ათი ათასი სპილოს ძალა. შემდეგ დირიოდჰანამ პანდავების ცოცხლად დაწვა სცადა, პანდავები გაიქვნენ, ბჰირმას დედა და ოთხი ძმა ხელში ეჭირა.

ინკოგნიტოდ მოგზაურობისას ბჰიმამ დემონი ბაკასურა მოკლა, რომლიც ერთ-ერთ სოფელს აწუხებდა. ამით დადასტურდა, რომ დირიოდჰანას, კიჩაკას და ჯარასანდასაც ბჰიმა მოკლავს. ოთხივე მათგანი ერთსა და იმავე კოსმოსურ ფაზაში დაიბადა და მათგან პირველ მოკლულს დანარჩენებიც მოჰყვებიან. ვიასას მსგავსი ცნობილი ბრძენების გარდა ეს მხოლოდ კრიშნამ და საჰადევამ იცოდა.

ზრდასრულ ასაკში

რედაქტირება

ბიჰმამ მოკლა დემონი ჰიდიმბა, კამიაკას ტყის დემონთა მეფე იყო და დაქორწინდა მის დაზე ჰიდიმბიზე, მათ ეყოლათ ვაჟი გჰატოტკაჩა. ჰიდიმბი კუნტის დაჰპირდა, რომ ისინი პანდავების ცხოვრებაში არ ჩაერევიან. ამით ბჰიმა კამიაკის ტყის მეფე გახდა, შემდგომში დემონთა ჯარი ომში მის გვერდით იბრძოდა. შემდგომში ძმებთან ერთად ის დაქორწინდა დრაუპადიზე, რომელმაც გაუჩინა ვაჟი სუტასომა. მოგვიანებით მან ასევე ცოლად მოიყვანა კასის მეფის ასული ვალანდარა და შეეძინა ვაჟი სავარგა.

პანდავების განდევნის დროს მან უამრავი ურჩხული და დემონი დაამარცხა, კურუკშეტრას ომის დროს მან ასევე ბევრჯერ გამოიჩინა სიმამაცე და სიძლიერე. ომის თვრამეტი დღის განმავლობაში მან მოკლა ჯარასანდარა და კიჩაკა როგორც ნაწინასწარმეტყველი იყო და უამრავი სხვა მეომარი. უკვე ომის ბოლოს მან დუელში დირიოდჰანა მოკლა კრიშნას თანხმობით და დახმარებით, როგორც შურისძიება ჩადენილი ცოდვებისთვის. მისი შეჩერება კრიშნას ძმამ სცადა, მაგრამ კრიშნამ მოუყვა ძმას დირიოდჰარას მრავალ ბოროტებაზე.

ომის შემდეგ ის ჰაშტინაპურის მთავარი გენერალი და კამიაკას ტყის მეფე გახდა. იუდისჰტჰირას მიერ ტახტის დათმობის შემდეგ ძმები ჰიმალაისთან მიდიან როგორც პილიგრიმები, მაგრამ თანმიმდევრობით კვდებიან. სიკვდილის შემდეგ ის ძმას ეკითხება, თუ რატომ ვერ მიაღწია სამოთხემდე. ძმა უხსნის, რომ ამის მიზეზია მისი უდიერი ჭამა ან, სხვა ვერსიით, სიამაყე და სიფიცხეა. ამის შემდეგ მჰიმა კვდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Erin Bernstein; Kisari Mohan Ganguli (12 July 2017). The Mahabharata: A Modern Retelling: Volume I: Origins. BookRix. pp. 470–. ISBN 978-3-7438-2228-3.
  • Shanta Rameshwar (1985). The Mahabharata (Illustrated). Orient Blackswan. pp. 25–26. ISBN 9788125022800.
  • Menon, translated by] Ramesh (2006). The Mahabharata : a modern rendering. New York: iUniverse, Inc. p. 93. ISBN 9780595401871.
  • Menon, [translated by] Ramesh (2006). The Mahabharata : a modern rendering. New York: iUniverse, Inc. p. 103. ISBN 9780595401871.