ბჰანუმატი (მაჰაბჰარატა)
ბჰანუმატი — ინდური ეპოსის „მაჰაბჰარატას“ პერსონაჟი. ეპოსის მთავარი ანტაგონისტის, დურიოდჰარას ცოლი, რომელიც მას ძალიან უყცარდა. პოემის ორიგინალურ ტექსტებში მას სახელი არ აქვს, სახელი უჩნდება მოგვიანებით ინტერპრეტაციებში. "მაჰაბჰარატაში" ის სულ რამდენიმეჯერ არის ნაცსენები. ჰყავს ვაჟი ლაქსმან კუმარა და ქალიშვილი ლაკშმანაა. აღწერილია როგორვ მკრთალი ფერის "ლოტოსივით მშვენიერი" ქალი დიდი ბარძაყებით. მას ასევე ჰყავდა უმცროსი და, დჰანუმატი .
ცნობები
რედაქტირებამაჰაბჰარატაში
რედაქტირებაბჰაბუმატის დურიოდჰანაზე ქორწინების ამბავი "მაჰაბჰარატას" შანტი პავაში გვხვდება. მეფე ჩიტრანგადას ქალიშვილის სვაიამვარის (ქმრის არჩევის ცერემონიის) შესახებ მოგვითხრობს ნარადა, ბრძენი ღმერთი. ტექსტში არ არის ნახსენები პრინცესას სახელი, აღწერილია მხოლოდ მისი სილამაზე.
დურიოდჰანა მიიწვიეს კალინგას მეფის ჩიტრანგადას ასულის სვაიამვარაზე. დურიოდჰანა წავიდა ქალაქ რაჯაპურაში, თან გაჰყვა საუკეთესო მეგობარი კარნა. ცერემონიალს ესწრებოდა მრავალი ლეგენდარული მმართველი: შიშუპალა, ჯარასანდა, ბიშმაკა, ვაკრა, კაპოტარომანი, ნილა, რუქმი, სრინგა, ასოკა, სათადანუანი და ა.შ. ცერემონიის დაწყების შემდეგ მათ წინაშე ულამაზესი პრინცესა გამოვიდა ჯაჭვით ხელში, გარშემორტყმული მოახლეებით და პირადი დაცვით. მას აცნობეს მონაწილეთა ვინაობა და საგვარეულოები, დურიოდჰანას მან გულგრულად გვერდი აუარა. დურიოდჰანას უკვე მოეწონა პრინცესა, მისი გულგრილობა ეწყინა, კარნასთან ერთად იგი თავის ეტლში ჩასვა და გაიტაცს. მისი შეჩერება ვერცერთმა უძლიერესმა მეფემ ვერ შეძლო და მან ქორწინების უფლება მოიპოვა. თავისი საქციელი მან პრინცესას ბაბუამისის - გმირი მჰიშმას მაგალითით აუხსნა, რომელმაც ასევე ძმისთვის ეტლში მოიტაცა კაშიის სამი პრინცესა (ამბა, ამბიკა და ამბალიკა). ბოლოს პრინცესამ თანხმობა მისცა და ისინი დაქორწინდნენ. ეყოლათ ორი შვილი - ვაჟი ლაქსმან კუმარა და ქალიშვილი ლაკშმანაა.
შემდგომში ის ნახსენებია კურუკშეტრას ომის შემდეგ, რომლის დროსაც მისი ქმარი და ვაჟი მოკლეს. მისი შემდგომი ცხოვრება აღწერილი არ არის.
რეგიონალურ ფოლკლორში
რედაქტირებამიუხედავად ბჰანუმატის უმნიშვნელო როლის ორიგინალურ პოემაში სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორში მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს.
ერთ-ერთის თანახმად ერთ დღეს დურიოდჰანა საღამოს საქმეზე წასასვლელი იყო და თავის მეგონარ ჯარნას ცოლის გართობა სთხოვა. მათ დაიწყეს კამათელის თამაში, თამაშმა ორივე ჩაითრია და კარნამ მოგება დაიწყო. ამ დროს ოთახში დროზე ადრე დაბრუნებული დურიოდჰანა შემოვიდა და ბჰანუმატი ქმრის მიმართ პატივისცემის ნიშნად ფეხზე ადგა. კარისკენ ზურგშექცეულმა კარნამ დურიოდჰანა ვერ შეამჩნია და ეგონა, რომ ბჰანუმატის წაგება აღიზიანებდა და წასვლა გადაწყვიტა. მან ქალის ფიგურები გამოსწია და შემთხვევით დააპნია, ბჰანუმატის მოსასხამიც გამოედო და გაეხადა - ბჰანუმატი ნახევრად შიშველი დარჩა. მათ ეგონათ, რომ დურიოდჰანა ცუდს იფიქრებდა და განრისხდებოდა, მაგრამ ის მშვიდად დარჩა და ცოლს ჰკითხა, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა ფიგურების აკრეფაში, რადგან მას დიდი რწმენა და ნდობა ჰქონდა ცოლის და ძმადნაფიცის მიმართ და ღალატზე არც უფიქრია. პოემაში ასეთი სცენა არ არის, მაგრამ ის ძალზე ცნობილია და ხშირად გამოიყენება დურიოდჰანას და კარნას ნამდვილი მეგობრობის ასაღწერად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Chakravarti, Bishnupada (13 November 2007). Penguin Companion to the Mahabharata. Penguin UK. ISBN 978-93-5214-170-8.
- Pattanaik, Devdutt (2010). Jaya: An Illustrated Retelling of the Mahabharata. Penguin Books India. ISBN 978-0-14-310425-4.
- Menon, Ramesh (20 July 2006). The Mahabharata: A Modern Rendering. iUniverse. ISBN 978-0-595-84565-1.
- Sharma, Arvind (2007). Essays on the Mahābhārata. Motilal Banarsidass Publishe. ISBN 978-81-208-2738-7.
- Anonymous. The Mahabharata of Krishna-Dwaipayana Vyasa (Complete). Library of Alexandria. ISBN 978-1-4655-2637-3.Arthur Berriedale Keith (1992). The Sanskrit Drama in Its Origin, Development, Theory & Practice. Motilal Banarsidass. p. 213. ISBN 978-81-208-0977-2.
- Valmiki; Vyasa (19 May 2018). Delphi Collected Sanskrit Epics (Illustrated). Delphi Classics. ISBN 978-1-78656-128-2.