ბუშიზმი
ბუშიზმი (ინგლ. Bushism) — გამოთქმა ამერიკული ინგლისური ენიდან, რომელიც აღნიშნავს სასაცილო ან კომიკურ ფრაზებს, ისევე როგორც სიტყვებს ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უმცროსის გამოსვლებიდან.
ცნობილი ბუშიზმები
რედაქტირება- თქვენც გყავთ ზანგები? (28 აპრილი, 2002 – ბრაზილიის პრეზიდენტთან, ფერნანდუ კარდოზუსთან საუბრის დროს)[1][2]
- ყველაფერი, რაც სლოვაკეთზე ვიცი — არის ის, რაც თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრისგან გავიგეთ. (სლოვაკიელ ჯურნალისტებთან საუბრის დროს, 22 ივნისი, 1999)
- თქვენ პოლონეთი დაგავიწყდათ (2004 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში ბუშს ჯონ ქერისთან ჰქონდა ტელედებატები, უკანასკნელმა განაცხადა, რომ ერაყის ომამდე ბუშის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა ფართო საერთაშორისო კოალიციის ფორმირება და მხოლოდ ორი ქვეყნის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა მოიპოვა. საპასუხოდ, ბუშმა წარმოსთქვა ფრაზა „თქვენ პოლონეთი დაგავიწყდათ“)
- ზუსტად ამ კვირას, 1989 წელს, აღმოსავლეთ ბერლინში და ლეიპციგში პროტესტები დაიწყო. წლის ბოლოს ყველა კომუნისტური დიქტატურა ცენტრალურ ამერიკაში დაემხო. (ვაშინგტონი, 6 ნოემბერი, 2003)[3]
- ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ღარიბი ადამიანები აუცილებად მკვლელები არ არიან.[4]
- ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ აფრიკასთან სამართლიანი ლაპარაკის მცდელობებში. აფრიკა არის ნაცია, რომელიც იტანჯება წარმოუდგენელი დაავადებით. (ვაშინგტონი, 14 სექტემბერი, 2003)[5]
- გატყობინებთ, რომ დღევანდელი დღიდან საბილეთო სალაროები და თვითმფრინავები რეიგანის სახელობის აეროპორტიდან აფრინდებიან.[6]
- ისინი, ვინც არ ფიქრობენ, რომ მე ჩემს სამუშაოს თავს მართმევ, სათანადოდ ვერმაფასებენ.[7]
- უელსი? ეს რომელ ქვეყანაშია?[8]
- ეს თქვენია ფულია, თქვენ გადაიხადეთ მათთვის.
- მე მჯერა, რომ ადამიანებს და თევზებს... შეუძლიათ აწარმოონ მშვიდობიანი თანაცხოვრება. (29 სექტემბერი, 2000)[9]
- ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანი თანხმდება, რომ წარსული დასრულდა. (10 მაისი, 2000)[10]
- მე პატივი მაქვს ჩამოვართვა ხელი მამაც ერაყელ მოქალაქეს, რომელსაც სადამ ჰუსეინმა ხელი მოკვეთა.[11]
- მე გავიგე – ვრცელდება ჭორები ინტერნეტებში, რომ მალე ჩვენთან სავალდებულო სამხედრო სამსახურს დააწესებენ.[12]
- მე ვთვლი, რომ რაც შეიძლება მალე ნება უნდა დავრთოთ ახალგაზრდა ძროხებს ჩვენი საზღვარი გადაკვეთონ (იგულისხმება ამერიკულ-კანადური საზღვარი). (30 ნოემბერი, 2004)[13]
- მე მინდა შევინარჩუნო პრეზიდენტის აღმასრულებელი ძალაუფლება მარტო ჩემთვის კი არა, ყველა ჩემი მომავალი წინამორდებისთვისაც კი.[14]
- ბიუჯეტის ეს ციფრები მხოლოდ შეფასებები კი არა, ნამდვილი შედეგია ამ ფინანსური წლის, რომელიც 30 თებერვალს დასრულდა.[15]
ამერიკელები ბუშიზმზე
რედაქტირებაშეერთებული შტატების მოქალაქეები ირონიულად აცხადებენ:
ჩვენ იმდენად მაგრები ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენს თავს ორი ბუშის ნება მივცეთ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gibt es Schwarze in Brasilien?, spiegel.de
- ↑ Questionable quotes: George Bush on Blacks in Brazil, snopes.com
- ↑ Bushisms. Adventures in George W. Bushspeak — 2003 დაარქივებული 2016-08-06 საიტზე Wayback Machine. , politicalhumor.about.com
- ↑ The 'misunderestimated' president?, news.bbc.co.uk
- ↑ Jacob Weisberg. The Complete Bushisms. Slate (20 марта 2009).
- ↑ Bushisms: the Wisdom of George W Bush, bbc.co.uk
- ↑ Bush blunders become bestseller, news.bbc.co.uk
- ↑ [https://web.archive.org/web/20160304122123/http://www.bryanspage.com/bushisms.html დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. The Bushisms Page
- ↑ The 'misunderestimated' president?, news.bbc.co.uk
- ↑ Jacob Weisberg. The Complete Bushisms. Slate (20 марта 2009).
- ↑ Time for tougher, super-exams? Stop carping and congratulate a hard-working generation, guardian.co.uk
- ↑ October 8, 2004 Debate Transcript, debates.org
- ↑ Jacob Weisberg. The Complete Bushisms. Slate (20 марта 2009).
- ↑ Hans-Johann Glock – Quine and Davidson on Language, Thought and Reality. Cambridge University Press. 2003 გვ.82 ISBN 978-0521821803
- ↑ Афоризмы Дж. Буша. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2009-09-14.