ბუტემბო

ქალაქი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ბუტემბო (ფრანგ. Butembo) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილოეთი კივუს პროვინციაში.

ქალაქი
ბუტემბო
ფრანგ. Butembo

ბუტემბოს მთავარი ქუჩა
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია ჩრდილოეთი კივუ
კოორდინატები 0°09′00″ ჩ. გ. 29°17′00″ ა. გ. / 0.15000° ჩ. გ. 29.28333° ა. გ. / 0.15000; 29.28333
ფართობი 190.34 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 1381
ოფიციალური ენა ფრანგული
მოსახლეობა 217 625 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
ბუტემბო — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ბუტემბო

ქალაქი მდებარეობს ვირუნგის ეროვნული პარკის დასავლეთით. ზღვის დონიდან 1381 მეტრზე[1]. სამოქალაქო ომამდე ბუტემბო იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი დიდი ბაზრით, ეკლესიით, მცირე საავადმყოფოთი და აეროპორტით. ბუტემბოს რაიონი ცნობილია ჩაის და ყავის წარმოებით.

2012 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 217 625 კაცი[2].

1989 წელს ბუტემბოში დაარსდა კათოლიკური უნივერსიტეტი[3].

  1. Butembo, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
  2. Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population World Gazetteer
  3. Université Catholique du Graben. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-25. ციტირების თარიღი: 2011-05-10.