ბურთულიანი კალამი

ბურთულიანი კალამი, ასევე ბირო — თანამედროვე საწერი ინსტრუმენტი. ბურთულიან კალმებს აქვს შიდა რეზერვუარი, ავსებული ბლანტი მელნით, რომელიც გამოედინება წვეტიდან მასში მოთავსებული მცირე ზომის ლითონის ბურთულაკის (1 მმ-მდე დიამეტრის) ქაღალდთან შეხებისას ტრიალის დროს. მელანი თითქმის მყისვე შრება ქაღალდთან შეხებისას. ამგვარი კალმები ერთობ იაფია, ადვილია გამოყენებაში, არ სჭირდება შევსება ან შეკეთება და მან თითქმის შეცვალა ტრადიციული მელნიანი კალმები.

ბურთულიანი კალმის ნაწილები
ბურთულიანი კალმის თავი

თანამედროვე ბურთულიანი კალამი 1938 წელს გამოიგონა უნგრელმა ჟურნალისტმა ლასცლო ბირომ. 1930-იან წლებში იგი მუშაობდა მცირე გაზეთის რედაქტორად. ბირო შეწუხებული იყო მელნიანი კალმების შევსებით და მელან დაწვეთებული გვერდების გადაწერაში ფუჭად დაკარგული დროის გამო. ამასთან მისი კალმის წვეტი ხშირად ქაღადსაც ხევდა. ბირომ შეამჩნია, რომ გაზეთის ბეჭდვისას გამოყენებული მელანი მალე შრებოდა, რაც ქაღალდზე ლაქებს არ ტოვებდა. მან გადაწყვიტა კალმის შექმნა, რომელიც იგივე მელანს გამოიყენებდა. ეს მელანი უფრო სქელი იყო და ჩვეულებრივი კალმიდან თავისუფლად არ გადმოედინებოდა. ამისთვის ბირომ, მისი ქიმიკოსი ძმის დახმარებით კალმის ახალი სახეობის დიზაინი შექმნა. ძმებმა კალმის თავი აღჭურვეს მცირე ზომის ბურთულაკით, რომელიც თავისუფლად მოძრაობდა მის ბუდეში. როგორც კი კალამი ქაღალდზე მოძრაობას იწყებდა, ბურთულაკი ბრუნავდა, ედებოდა რა მელანს კარტრიჯში, შემდეგ კი ქაღალდზე გადმოჰქონდა იგი.

ქვეყანაში ებრაელების დევნის გამო ძმები იმავე წელს იძულებული იყვნენ ბრიტანეთში გადასახლებულიყვნენ, სადაც მათ 1938 წლის 15 ივნისს საკუთარ გამოგონებაზე პატენტი მოითხოვეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება