ბულგარული სამზარეულო
ბულგარული სამზარეულო ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს წარმომადგენელია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ის დანარჩენი ბალკანური ქვეყნების სამზარეულოებთან ბევრ საერთო მახასიათებელს ატარებს. ბულგარული მომზადების ტრადიციები ფართოა, გამომდინარე გეოგრაფიული ფაქტორებიდან, მაგალითად როგორიცაა ისეთი კლიმატი, რომელიც ხილის, ბოსტნეულისა და სხვადასხვა ბალახეულის ფართო სპექტრის მოყვანის საშუალებას აძლევს აქაურებს.
ბულგარეთში სალათებს როგორც აპეტაიზერებს ისე მიირთმევენ. აქ რძის პროდუქტები დიდ მნიშვნელობას ატარებს, ისევე როგორც ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, მაგალითად რაკია. ეს უკანასკნელი სხვადასხვა ხილისგან გამოხდილი მძიმე სასმელია, რომელიც ბალკანეთში ძალიან პოპულარულია. მასში ალკოჰოლის შემცველობა როგორც წესი 40%-ია, თუმცა სახლის პირობებში მომზადებული რაკია უფრო ძლიერიც შეიძლება იყოს, უმეტეს შემთხვევაში - 50%.[1] ბულგარული სამზარეულოში ასევე შეხვდებით სუპთა სახესხვაობებს, მაგალითად როგორიცაა ტარატორი.
ძირითადი კერძები როგორც წესი წვნიანებია, რომლებიც ბატკნის, თხის, ხბოს, ქათმის ან ღორის ხორცისგან მზადდება, თუმცა შესაძლოა იყო ვეგეტარიანულიც. ტაფაზე შეწვა აქ არც თუ ისე ხშირია. ბულგარელები უმეტესად გრილზე წვავენ სხვადასხვა სახეობის სოსისებს. ღორის ხორცი ფართოდ გამოიყენება, ხშირად ხბოსა და ბატკნის ხორცთან შერეულ მდგომარეობაში. თევზის და ქათმის ხორცი ასევე საკმაოდ პოპულარულია ბულგარეთში. მიუხედავად იმისა რომ საქონლის უმეტესობა რძისთვის მრავლდება და არა ხორცისთვის, ხბოს ხორცი გრილზე მომზადებული აპეტაიზერებისა და ზოგიერთი მთავარი კერძისთვისაც გამოიყენება. ბულგარეთი ბატკნების მნიშვნელოვანი ექსპორტიორია, თუმცა თვითონ ბულგარელების მიერ მირთმეული ბატკნის რაოდენობაც შესამჩნევია, განსაკუთრებით გაზაფხულობით.[2]
ბულგარულ სამზარეულოს ახლო აღმოსავლურთანაც აქვს საერთო კერძები, ისევე როგორც ინდურთან, განსაკუთრებით გუჯარათულ სამზარეულოსთან. კულინარიული მიმოცვლა აღმოსავლეთთან მე-7 საუკუნეში დაიწყო, როცა ვაჭრებს ბულგარეთის პირველი იმპერიისთვის სანელებლები და ბალახეული ინდოეთიდან და სპარსეთიდან, ბიზანტიის იმპერიის გავლით შემოჰქონდათ.[3] ამ ყველაფერს ცხადყოფს ახლო აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელი ისეთი კერძების პოპულარობა ბულგარეთში, როგორებიცაა: მუსაკა, გიუვეჩი, კოფთა და ბაქლავა. თეთრი მარილიანი ყველი სახელად სირენი, რომელიც ცნობილ ფეტას ჰგავს, ასევე ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სალათებსა და ცომეულში.
სხვა ბალკანეთის ქვეყნების მსგავსად, იოგურტის მოხმარებით ბულგარეთიც მაღლა დგას დანარჩენ ევროპაზე. ბულგარეთის მოსახელეა ლაქტობაცილა ბულგარიკუსი, მიკროორგანიზმი რომელიც პასუხისმგებელია ადგილობრივ რძის პროდუქტებზე.[4] ის პირველად 1905 წელს ბულგარელმა ექიმმა სტამენ გრიგოროვმა აღმოაჩინა, გამოყო რა იგი იოგურტის სასინჯი მასალიდან.
დღესასწაულები ხშირად კონკრეტულ კერძებთან ასოცირდება. ასე მაგალითად, შობას ბულგარეთში ტოლმას მიირთმევენ, რომელიც წიწაკასა და კომბოსტოს ფოთოლში ჩადებული ვეგეტარიანული შიგთავსისგან მზადდება. ახალ წელს ბულგარელი ძირითადად კომბოსტოს კერძებს მიირთმევს. ნიკულდენზე, ანუ წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს - თევზს. გიორგობა 6 მაისსაა და შემწვარი ბატკნით აღინიშნება.
თურქული ზეგავლენა
რედაქტირებაროგორც ბალკანეთის ნახევარკუნძულის ბევრი მხარე, რომელიც ადრე ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, ბულგარეთიც და მისი სამზარეულოც თურქული და ოსმალური ზეგავლენის ქვეშ მოექცა. არიანი, ბაქლავა, გიუვეჩი და მუსაკა, ყველა ოსმალური წარმომავლობისაა.[5]
რძის პროდუქტები
რედაქტირება• სირენი - რბილი და მარილიანი ყველი. გამოიყენება ბულგარული სამზარეულოს ბევრ კერძში.[6]
• კაშკავალი
• ბულგარული იოგურტი - დამზადებული ლაქტობაცილა ბულგარიკუსის გამოყენებით.
• არაჟანი
• იზვარა, ანუ ხაჭო
ლიტერატურა
რედაქტირება- James I. Deutsch, "Bulgaria" in Ethnic American Food Today: A Cultural Encyclopedia (ed. Lucy M. Long: Rowman & Littlefield, 2015).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ R., Ivan (January 23, 2016). Rakia - Everything you wanted to know about this drink. დაარქივებული 2020-08-31 საიტზე Wayback Machine. slavorum.org.
- ↑ (April 2006). Bulgaria poultry and products meat market update Thepoultrysite.com. Accessed July 2011.
- ↑ Zlatarski - Българската кухня през вековете p 78-79
- ↑ Bulgarians-celebrate-the-art-of-true-homemade-yoghurt Timesofmalta.com. Retrieved 18 October 2017.
- ↑ Deutsch, p. 87.
- ↑ James I. Deutsch, "Bulgaria" in Ethnic American Food Today: A Cultural Encyclopedia. p. 87.