ბუენოს-აირესის პარკი (სომხ. Բուենոս Այրեսի այգի) — საზოგადოებრივი პარკი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. მდებარეობს აჯაპნიაკის რაიონში, ჰალაბიან-მარგარიანის ქუჩების კვეთასთან, სომხეთის რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის მახლობლად, მდინარე რაზდანის მარცხენა ნაპირზე.

ბუენოს-აირესის პარკი
სომხ. Բուենոս Այրեսի այգի
მდებარეობა სომხეთის დროშა, აჯაპნიაკის რაიონი, ერევანი, სომხეთი
ფართობი 2 ჰა
დაარსდა 2012 წ.
მმართველი ორგანო ერევნის საკრებულო

სომხეთის რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის მახლობლად მდებარე მიტოვებულ პარკს 2012 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ბუენოს-აირესის სახელი ეწოდა,[1] რომელიც ერევანთან 2000 წლიდანაა დაძმობილებული. დაახლოებით 2 ჰექტარი ფართობის მქონე პარკი ოფიციალურად 2012 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. პარკის ტერიტორიის 3 000 მ² წყლითაა დაფარული, მას, ასევე, აქვს ნახევარწრიული ფორმის ცენტრალური აუზი შადრევნებით.[2] პარკი, ასევე, უზრუნველყოფს მცირე სივრცის გარე სპორტულ ღონისძიებებს.