ბუდვაიზერი (ჩეხ. Budweiser, ასევე Bud) — ლუდის სავაჭრო მარკა, რომლის მფლობელობაზეც დავა ჩეხეთის სახელმწიფო ლუდსახარშ კომპანია Budějovický Budvar–ს და ამერიკულ ლუდსახარშ კონცერნ Anheuser-Busch–სა და კერძო ჩეხურ ლუდსახარშ Samson–ს შორის უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია მიდის. Budějovický Budvar 1895 წელს ქალაქ ჩესკე–ბუდოვიცაში დაარსდა. მარკა ბუდვაიზერი ამ რაიონში 1295 წლიდან ჩნდება. Anheuser-Busch ლუდს იმავე სახელით 1876 წლიდან უშვებს.

ბუდვაიზერ ბუდვარის ბოთლი

დავა სავაჭრო მარკაზე რედაქტირება

ამ მარკაზე მფლობელობის უფლების მოპოვებაზე დავა უკვე არა ერთი ათეული წელია გრძელდება. მთავარი მოდავე მხარე – ამერიკული კომპანია Anheuser-Busch–ა, რომლის სასარგებლოდ მეტყველებს დრო (ისინი ამ დასახელებით ლუდს 1876 წლიდან უშვებენ და მათი მოწინააღმდეგე კი, მხოლოდ 1895 წლიდან) და ჩეხური სახელწმიფო ლუდსახარში კომპანია Budějovický Budvar, რომლის მხარეზეც გეოგრაფია და ისტორიაა (ლუდის დასახელება ქალაქიდან წარმოსდგა და ამ სახელით ადგილობრივი ლუდსახარშებით იწარმოებოდა სულ ცოტა 1295 წლიდან). კერძო კომპანია Samson, ასევე აცხადებს პრეტენზიას ლუდის სახელზე, რადგან თავად ბევრად უფრო ძველია სახელმწიფო კომპანიაზე და იმავე გეოგრაფიულ რაიონში მდებარეობს.

სასამართლო ორგანოებმა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა შედეგები მიიღეს, მაგრამ დავა ეხლაც გრძელდება. რათა როგორმე დასრულებულიყო ეს პროცესი, Anheuser-Busch–მა ლუდის გამოშვება დაიწყო Bud–ის სახელის ქვეშ, მაგრამ ამან მაინც ვერ გადაწყვიტა პრობლემა, Budějovický Budvar–მა ამ სახელის მფლობელობაზეც განაცხადა პრეტენზია და ისიც შეუდგა ამ დასახელების ლუდის წარმოებას.

ლუდის არჩევანი რედაქტირება

Budějovický Budvar რედაქტირება

  • Budweiser Budvar
  • Budweiser Budvar Premium Lager
  • Budweiser
  • Budvar
  • Bud
  • Bud Super Strong
  • Budweiser Budvar Free
  • Budějovický Budvar

Anheuser-Busch რედაქტირება

  • Bud
  • Budweiser Select
  • Budweiser Select 55
  • Bud Ice
  • Budweiser Brew Masters' Private Reserve
  • Bud Dry
  • Bud Silver
  • Bud Extra
  • Budweiser/Bud Light Chelada
  • Budweiser American Ale
  • Budweiser NA
  • Bud Light Lime
  • Bud Light Golden Wheat
  • Budweiser 66

Samson რედაქტირება

  • Samson Budweiser Bier

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება