ბუგროვების ღამის გასათენებელი სახლი

ბუგროვების ღამის გასათენებელი სახლი (რუს. Ночлежный дом Бугровых) — საცხოვრებელი სახლი ნიჟნი-ნოვგოროდში, აგებულია XIX საუკუნის 80-იან წლებში ვაჭარ ბუგროვების მიერ, როგორც საზოგადოების დაბალი ფენების სასტუმრო[1][2]. მდებარეობს სახალხო ერთობის მოედანზე.

ბუგროვების ღამის გასათენებელი სახლი
Ночлежный дом Бугровых
კოორდინატები 56°19′46″N 43°59′51″E / 56.329485° ჩ. გ. 43.997432° ა. გ. / 56.329485; 43.997432
მდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი
არქიტექტორი ფიოდორ ფალინი
დაწყების თარიღი 1880
დასრულების თარიღი 1885
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5200550000

ღამის გასათენებელი სახლი ააშენეს 1880-1885 წლებს შორის პერიოდში[2] (სხვა მონაცემებით 1880-1883 წლებში[3]). ჩანაფიქრის მიხედვით სახლი უნდა ყოფილიყო სოციალური სტატუსის არმქონე მოსახლეობის თავშესაფარი. თავად სახლი მდებარეობდა ორ უკიდურესობას შორის: ერთი მხრივ მას ესაზღვრებდა ვაჭრების ქუჩა, სადაც სრულდებოდა მილიონიანი გარიგებები, ხოლო მეორე მხრივ იგი ესაზღვრებოდა ე. წ. „მილიოშკას“, სადაც იკრიბებოდნენ მაწანწალა და სტატუსდაკარგული ადამიანები.

დაგეგმილი იყო, რომ სახლი ერთი დღით 700 ადამიანს დაიტევდა (უფრო სწორად ერთი ღამით, რადგან დღისით იმართებოდა სანიტარული დასუფთავება), მაგრამ პრაქტიკულად მასში ზოგჯერ 1 259 ადამიანიც კი განთავსებულა. სახლის კლიენტები იძინებდნენ იქ სადაც მოუხერხდებოდათ[2].

1885-1888 წლებში იმისათვის, რომ ღამის გასათენებელ სახლს ემუშავა, ააშენეს საშემოსავლო სახლი. მასში განთავსებული მაღაზიები გასცეს იჯარით და მთელ შემოსავალს ახმარდნენ ღამის გასათევი სახლის საჭიროებებს.

1920-იანი წლების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ ღამის გასათევი სახლი გააუქმა. მის ადგილზე კი შეიქმნა კომუნალური ბინები.

1960-იან წლებში მეწყერის შედეგად, სახლის ნაწილი დაიფარა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო სახლის ინტენსიური დანგრევა, რასაც ასევე ხელი შეუწყო 1920-იან წლებში ახლოს ტრამვაის სახლის აგებამ[1].

1990-იან წლებში შენობაში განათავსეს ვიზებისა და რეგისტრაციის განყოფილება[2].

2005 წელს სახალხო ერთობის დღის პირველი აღნიშვნის წელს გადახურეს ახალი სახურავით და დაიწყეს მისი კოსმეტიკური რემონტი[2].

2013 წელს შენობა იყიდა ფელიქს ვერხოვოდმა[2].

  1. 1.0 1.1 Наумова О. И., 100 биографий домов Нижнего, Н. Новгород, 2008, 978-5-903581-03-0
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Ночлежный дом Бугрова | Туристический портал Нижегородской области. nnwelcome.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-07. ციტირების თარიღი: 2017-12-01.
  3. Ночлежный дом купца Бугрова. 15 фактов.. nnovtravel.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-28. ციტირების თარიღი: 2017-12-01.