ბრუნერი
ბრუნერი — ტბა ახალი ზელანდიის, სამხრეთ კუნძულზე, უესტ-კოსტის რეგიონში. ზედაპირის ფართობი 40 კმ². მდებარეობს ქალაქ გრეიმუთიდან 31 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. სიახლოვეს არსებული უდიდესი დასახლებაა ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარე მოანა.[1] გამოედინემა მდინარე არნოლდი.
ბრუნერის ტბა | |
---|---|
Lake Brunner | |
ბრუნერი | |
კოორდინატები: 42°37′ ს. გ. 171°27′ ა. გ. / 42.617° ს. გ. 171.450° ა. გ. | |
მდებარეობა | ახალი ზელანდია |
ფართობი | 40 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 109 მ |
გამომდინარე მდინარე | არნოლდი |
ახალი ზელანდიის სხვა თვალწარმტაც ადგილებთან შედარებით, ტბას საკმაოდ ცოტა მნახველი ჰყავდა, თუმცა ბოლო წლებში იზრდება თევზაობის მოყვარულ ტურისტთა რიცხვი.
ტბას სახელი ეწოდა XIX საუკუნის ინგლისელი მკვლევრის — თომას ბრუნერის პატივსაცემად. მაორული სახელწოდებაა კოტუკა მოანა, რაც „ყანჩების ზღვას“ ნიშნავს.
1976 წლისთვის, ბრუნერის აუზის 20 % სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის იქნა ათვისებული, დასახლება მოანას მაცხოვრებელთა რაოდენობამ კი 84-ს მიაღწია.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Lake Brunner at the Department of Conservation
- Water Quality of Lake Brunner დაარქივებული 2010-09-14 საიტზე Wayback Machine. at the West Coast Regional Council
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bradley, Barry (1999). The Penguin New Zealand Atlas. Penguin (NZ). ISBN 0-14-028914-3.
- ↑ Cooke, Marylyn D. (1976). „Antibiotic Resistance Among Coliform and Fecal Coliform Bacteria Isolated from the Freshwater Mussel Hydridella menziesii“ (PDF). Antimicrobial Agents and Chemotherapy. American Society for Microbiology. 9 (6): 885–888. PMC 429644. PMID 779633.