ბრნიკი
ბრნიკი (ჩეხ. Brník) — სოფელი ჩეხეთში, პრაღა-ვიხოდის რაიონში, ოლეშკის თემში. მდებარეობს ოლეშკიდან 1,2კმ ჩრდილოეთით. ბრნიკში არის 79 სახლი. სოფლის სიახლოვეს ჩრდილოდასავლეთით არის მდ. ხოტიშის (Chotýšský potok) სათავე, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ნუჩიცის (Nučický potok). დასახლებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით კომპანია KERACLAY a.s. ღია კარიერული წესით მოიპოვებს კერამიკის მასალას (შლამს).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- KERACLAY a.s.-ის გვერდი
- ბრნიკი ჩეხეთის საკადასტრო რეესტრში დაარქივებული 2020-06-02 საიტზე Wayback Machine.