ბრიქსის გრადუსი, °Bx (Brix) — უშუალოდ ბრიქსის არეომეტრის არეომეტრული გრადუსების რიცხვის ჩვენება, ან რეფრაქტომეტრზე მიღებული გარდატეხის მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს ხსნარში საქაროზას პროცენტულ შემცველობას 20°C-ზე ან 20°C-ზე გადაანგარიშებით[1].

25°BX-იანი ხსნარი ნიშნავს, რომ ხსნარის 100 გრამში არის 25 გრამი საქაროზა და 75 გრამი წყალი.

ბრიქსი, ბოლინგი, პლატო

რედაქტირება

ბოლინგის სკალა შეიმუშავა გერმანელმა ქიმიკოსმა კარლ ბოლინგმა. იგი ემყარება საქაროზის მაჩვენებელს ხსნარის 17.5 °C კონცენტრაციაზე.

ბრიქსის სკალა, რომელიც ადოლფ ბრიქსის მიერ იქნა გამოყვანილი წარმოადგენდა ბოლინგის სკალას დაანგარიშებულს 15.5 °C ტემპერატურაზე. შემდგომში ბრიქსის სკალა კვლავ გადაანგარიშდა და დღეს ითვლება 20 °C ტემპერატურაზე. ბრიქსის ტემპერატურა შეიძლება გამოითვალოს შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 , სადაც   არის ხსნარის სიმკვრივე 20 °C ტემპერატურაზე.

პლატოს სკალა, რომელიც ფრიც პლატოს მიერ იქნა გამოყვანილი წარმოადგენდა ბოლინგის სკალას დაანგარიშებულს 17.5 °C ტემპერატურაზე. პლატოს ტემპერატურა შეიძლება გამოითვალოს შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 , სადაც   არის ხსნარის სიმკვრივე 17.5 °C ტემპერატურაზე.

ეს სამი საზომი ხშირად გამოიყენება მონაცვლეობით, რადგანაც მათ შორის განსხვავება უმნიშვნელოა. ბრიქსი ძირითადად გამოიყენება ხილის წვენებისთვის, მეღვინეობის და შაქრის ინდუსტრიაში. პლატო გამოიყენება მწიფდება. ბოლინგი ჯერ კიდევ გვხვდება ძველ შაქრისმზომებში და გამოიყენება სამხრეთ აფრიკის ღვინის ქარხნის ინდუსტრიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება