ბრიმსტოუნ-ჰილ-ფორტრესი
ბრიმსტოუნ-ჰილ-ფორტრესი (ინგლ. Brimstone Hill Fortress National Park) — ეროვნული პარკი კუნძულ სენტ-კიტსზე (სენტ-კიტსი და ნევისი). მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ბასტერიდან ჩრდილო-დასავლეთით 13 კილომეტრზე. პარკში მდებარე ციხესიმაგრე აშენებულია ბრიტანელი სამხედრო ინჟინერების პროექტით და აფრიკელი მონების ძალით. იგი ერთ-ერთი კარგად შემონახული ძეგლია სამხრეთ ამერიკაში. აღნიშნულ ციხესიმაგრეს თავის დროზე „ვესტ-ინდოეთის გიბრალტარს“ უწოდებდნენ. დღესდღეობით ციხესიმაგრის შიგნით კოლონიალიზმის მუზეუმია განთავსებული. 1999 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ბრიმსტოუნ-ჰილ-ფორტრესი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა და კარიბები |
კოორდინატები | 17°20′51″ ჩ. გ. 62°50′07″ დ. გ. / 17.34750° ჩ. გ. 62.83528° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1999 (23-ე სესია) |
ნომერი | 910 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 910 ინგლ. • რუს. • ფრ. |