ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრედფორდ (ბრედ) ალექსანდერ მელდაუ (ინგლ. Bradford Alexander Mehldau; დ. 23 აგვისტო, 1970, ჯექსონვილი) — ამერიკელი ჯაზპიანისტი და კომპოზიტორი.

მელდაუ მუსიკას სწავლობდა The New School-ში და ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დადიოდა გასტროლებზე. ის იყო საქსოფონისტ ჯოშუა რედმენის კვარტეტის წევრი 1990-იან წლების შუა პერიოდში და ასევე ხელმძღვანელობდა თავის ტრიოს 1990-იანი წლების დასაწყისში. მის პირველ ტრიოში იყვნენ ბასისტი ლარი გრენადიერი და დრამერი ხორხე როსი. ამ კოლექტივებმა 10-ზე მეტი ალბომი გამოუშვეს.

2000 წლების დასაწყისიდან მელდაუმ ტრიოსა და სოლო ფორტეპიანოს გარდა სხვა მუსიკალურ ფორმატებშიც მოსინჯა ძალები. მელდაუს ალბომი Largo, რომელიც 2002 წელს გამოვიდა, შთაგონებულია როგორც ელექტრონულ, ისე როკსა და კლასიკურ მუსიკაში მოღვაწე მუსიკოსებისგან.

მელდაუს შექმნილ და შესრულებულ კომპოზიციებში ჩანს პოპის, როკისა და კლასიკული მუსიკის შერწყმა, გერმანული რომანტიზმის ჩათვლით. ის იყენებს ტრადიციული ჯაზის ელემენტებს, თუმცა მათით არ იზღუდება, ერთდროულად სხვადასხვა მელოდიის შესრულებით და პოპისა და როკის შეერთებით, მელდაუმ გავლენა მოახდინა ჯაზში და მის გარეთ მოღვაწე მუსიკოსების შესრულების სტილზე, ნაწარმოებების შექმნასა და რეპერტუარის არჩევაზე.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრედ_მელდაუ“-დან