ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი (გერმ. Braunschweig-Wolfenbüttel) — გერმანული სამთავრო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის საჰერცოგოს შემადგენლობაში, რომლის ისტორიაც წარმოადგენს მრავალჯერადი დაშლისა და შეერთების მონაცვლეობას. 1806 წელს საღვთო რომის იმპერიის დაშლამდე ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელს ველფების დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ. 1814 წელს ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის სამთავროს სახელმწიფოებრივი მემკვიდრე გახდა ბრაუნშვაიგის საჰერცოგო.