ბრანტის სახლი
ბრანტის სახლი (რუს. Особняк В. Э. Бранта) — XX საუკუნის დასაწყისის არქიტექტურის ძეგლი. აგებულია ჩრდილოეთის მოდერნის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. მისამართი ბოლშაია-დვორიანსკაია, სახლი № 4. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური ობიექტი.
ბრანტის სახლი Особняк В. Э. Бранта | |
---|---|
კოორდინატები | 59°57′17″N 30°19′31″E / 59.954611° ჩ. გ. 30.325389° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | რ. ფ. მელცერი |
სტილი | ჩრდილოეთის მოდერნი |
თარიღდება | 1909-1910 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებასახლი ააგეს 1909-1910 წლებში არქიტექტორ რ. ფ. მელცერის პროექტის მიხედვით პეტერბურგელი მეწარმის ვასილი ბრანტისათვის. სახლი შემკულია ბარელიეფებით. ვიტრაჟებზე მუშაობდა კ. ს. პეტროვ-ვოდკინი.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შენობაში განათავსეს ბავშვთა № 14 ინტერნატი. 1918 წელს შენობის ნაწილი გადასცეს პეტრგრადის შრომითი კომუნის საქალაქო მეურნეობის კომისარს მ. ი. კალინინს. აქვე ცხოვრობდნენ ლ. მ. მიხაილოვ-პოლიტიკუსი, ი. ე. კოლტიაკოვი, მ. მ. ვოლბერგი, გ. ე. ზინოვიევი. მოგვიანებით შენობაში განათავსეს ლენინგრადის სახელმწიფო გამომცემლობა. 1929 წელს შენობა დაიკავა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა პოლიკლინიკამ. ს. მ. კიროვის შემდეგ, 1937 წელს ინსტიტუტის თანამშრომლების რეპრესიები განხორციელდა, ხოლო თავად იგი მოკლეს. შენობა დაიკავა პარტიული კონტროლის კომისიამ, ლენინგრადის კომკავშირის საქალაქო და საოლქო კომიტეტებმა.
1957 წელს შენობა მეზობელ კშესინსკაიას სახლთან ერთად გადაეცა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მუზეუმს. შენობა გადააკეთეს არქიტექტორ ნ. ნ. ნადიოჟინის პროექტის მიხედვით. მოაწყვეს საგამოფენო დარბაზი და მიაშენეს ახალი კორპუსი.
ამ მომენტისათვის შენობაში განთავსებულია რუსეთის პოლიტიკური ისტორიის მუზეუმი.
ბრანტის სახლში გადაიღეს ფილმის „ოსტატი და მარგარიტას“ რამდენიმე სცენა და ასევე კადრები შერლოკ ჰოლმსის შესახებ ფილმისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Привалов Валентин. Улицы Петроградской стороны. Дома и люди. — М., 2013. С.305-307