ბო დერეკი (ინგლ. Bo Derek, დაბადების სახელი მერი კოლინზი ინგლ. Mary Cathleen Collins; დ. 20 ნოემბერი, 1956, ლონგ-ბიჩი, კალიფორნია)[1]ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი.

ბო დერეკი
დაბადების სახელი Mary Cathleen Collins
დაბადების თარიღი 20 ნოემბერი, 1956 (1956-11-20) (68 წლის)
ლონგ-ბიჩი, აშშ
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ფოტოგრაფისა და სარეკლამო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის ოჯახში. 16 წლის ასაკში შეხვდა მსახიობს და რეჟისორს ჯონ დერეკს, რომელიც 30 წლით იყო მასზე უფროსი. ისინი დაქორწინდენ 1976 წელს გერმანიაში, როგორც კი ჯონმა ყოფილ მეუღლესთან განქორწინების პროცესი დაასრულა.

ჯონ დერეკი გულის შეტევით გარდაიცვალა 1998 წელს. მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. 2002 წლიდან ბო დერეკი ხვებოდა მსახიობს ჯონ კორბეტს, რომელთან ერთად სანტა-ბარბარაში (კალიფორნია) დასახლდა. ისინი 2020 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ.

ბო დერეკი ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით ცხოველთა უფლებების მხარდასაჭერად. ის კალიფორნიის შტატის საცხენოსნო სპორტის კომისიის წევრია და აქტიურად მონაწილეობს რამდენიმე ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის საქმიანობაში. ბავშვობიდან ცხენებისა და საცხენოსნო სპორტის მოყვარულს ჰყავს ანდალუსიური ცხენები და ცხოველთა დაცვის ინსტიტუტის კამპანიის წარმომადგენელია ფედერალური და სახელმწოფო კანონმდებლობების გზით ცხენების დახოცვის შესაწყვეტად. დერეკი მუშაობს ასევე კალიფორნიის რბოლების საბჭოში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1977 სიკვდილი აისბერგებში Orca, the Killer Whale ენი
1979 ათიანი 10 ჯენი
1980 წელიწადის დროების ცვლა A Change of Seasons ლინდსი რატლეჯი
1981 ტარზანი, ადამიანი-მაიმუნი Tarzan, the Ape Man ჯეინ პარკერი
1984 ბოლერო Bolero ეივი მაკგილვერი
1989 მოჩვენებები ამას არ აკეთებენ Ghosts Can’t Do It ქეიტ სკოტი
2000 მკვლელობა კანის კინნოფესტივალზე Murder at the Cannes Film Festival ტადა პრაისი
2001 ოთახი 101 Horror 101 მის ელისონ ჯეიმსი
2002 გარდასახვის ოსტატი The Master of Disguise კამეო
2003-2005 მეშვიდე ცა 7th Heaven მისის კინკერკი
2006 მოდის სახლი Fashion House მარია ჯანი
2012 ჩაკი Chuck კამეო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება