ბოსელთის ღვთისმშობლის ეკლესია

ბოსელთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსელთაში. აგებულია შუა საუკუნეებში. ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. დარბაზული, შვერილაბსიდიანი ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აბსიდით, რომლის ცენტრში შემორჩენილია სარკმლის კვალი. კედლების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს, ზოგან უფრო ნაკლებია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილშია. ინტერიერში მიწის დონე აწეულია. ძეგლი დაზიანებულია, კამარა და კონქი ჩამოქცეულია, კედლები დეფორმირებულია. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 30