ბოსელთას წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი
ბოსელთის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსელთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის დიდი ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით გააჩნია სწორკუთხა საკურთხეველი. ჩრდილოეთ კედელში მოთავსებულია ერთი სწორკუთხა ნიშა. არქიტრავული შესასვლელი დასავლეთის კედელშია გაჭრილი. ამავე კედელში მცირე ზომის სარკმელია. ეკლესია დაზიანებულია, კედლები შემორჩენილია 1,5-2 მეტრის სიმაღლეზე, გადახურვა ჩამოქცეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 30-31