ბოსელთას მთავარანგელოზის ეგლესიის ნანგრევი

ბოსელთის მთავარანგელოზის ეგლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსელთაში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია იდგა სოფლის ქვემოთ - ქედზე. შემორჩენილია ჩრდილოეთი კედელი 50 სმ. სიმაღლეზე და საკურთხევლის მცირე ნაწილი. დანარჩენი კედლები არ იკითხება. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვა. აქა-იქ ჩანს დუღაბი. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 31