ბორჯომის მუნიციპალიტეტის გერბი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გერბი — ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დეტალები | |
---|---|
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გაყოფილია ოთხ ნაწილად.
- პირველი ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის ირემი.
- მეორე ნაწილი — ლურჯ ველზე ვერცხლის წყარო.
- მესამე ნაწილი — ვერცხლის ველზე სამი მწვანე ნაძვი, რომლის ზედა მარცხენა ნაძვი ნახევრადაა გამოსახული.
- მეოთხე ნაწილი — მწვანე ველზე ვერცხლის სამი ნაძვი, რომლის მარჯვენა ზედა ნაძვი ნახევრადაა გამოსახული.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.
გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ბორჯომი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება