ბორჯომის მუნიციპალიტეტის გერბი

(გადამისამართდა გვერდიდან ბორჯომის გერბი)

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გერბიბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

აღწერილობა

რედაქტირება

გერბის ფარი გაყოფილია ოთხ ნაწილად.

  • პირველი ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის ირემი.
  • მეორე ნაწილი — ლურჯ ველზე ვერცხლის წყარო.
  • მესამე ნაწილი — ვერცხლის ველზე სამი მწვანე ნაძვი, რომლის ზედა მარცხენა ნაძვი ნახევრადაა გამოსახული.
  • მეოთხე ნაწილი — მწვანე ველზე ვერცხლის სამი ნაძვი, რომლის მარჯვენა ზედა ნაძვი ნახევრადაა გამოსახული.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.

გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ბორჯომი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება