ბოროტება (2003 წლის ფილმი)
ბოროტება (შვედ. Ondskan) — 2003 წლის შვედური ფილმი. გადაღებულია ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
„ბოროტება“ | |
---|---|
რეჟისორი | მიქაელ ჰოფსტრომი |
პროდიუსერი | ინგემარ ლეონებორგი, ჰანს ლონერჰედენი |
სცენარის ავტორი | ჰანს გუნარსონი, მიქაელ ჰოფსტრომი |
ნაწარმოები |
ბოროტება — იან გიიუ |
როლებში | ანდრეას ვილსონი, ჰენრიკ ლუნდსტორმი |
კომპოზიტორი | ფრანსის შოუ |
ოპერატორი | პეტერ მოკროსინსკი |
მონტაჟი | დარეკ ჰოდორი |
სტუდია | Moviola |
დისტრიბუტორი | Columbia TriStar |
გამოსვლის თარიღი | 16 სექტემბერი, 2003 |
ხანგრძლივობა | 113 წთ |
ქვეყანა | შვედეთი |
ენა | შვედური |
ბიუჯეტი | 20 მლნ კრონა |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მოქმედება ვითარდება მეოცე საუკუნის 50-იან წლებში სტოკჰოლმში. 16 წლის ერიკის მამინაცვალი აღზრდის მიზნით რეგულარურად სცემს გერს. ბიჭი მზადაა, ნებისმერ კონფლიქტურ სიტუაციში აგრესიას მიმართოს თავის დასაცავად. სკოლაში მორიგი ჩხუბის შემდეგ მას სპეციალურ კერძო სკოლა-ინტერნატში გაამწესებენ. იქ უფროსკლასელები უმცროსების აღზრდით არიან დაკავებულები. ერიკი მათ სასტიკ მეთოდებს უპირისპირდება.