ბორმანის სახლი (რუს. Особняк Бормана) — XX საუკუნის დასაწყისის ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურის ძეგლი. მდებარეობს დასახლება კომაროვოში, რომელიც ამჟამად სანქტ-პეტერბურგის საკურორტო რაიონის შემადგენლობაში შედის. მისამართზე საზღვაო ქუჩა, სახლი № 14. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური ობიექტი.

ბორმანის სახლი
Особняк Бормана
კოორდინატები 59°56′57″N 30°19′06″E / 59.94925° ჩ. გ. 30.318361° ა. გ. / 59.94925; 30.318361
მდებარეობა კომაროვო, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სტილი მოდერნი
თარიღდება 1913
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810292000

ითვლება, რომ სახლის მფლობელი ამ მიწის ნაკვეთზე იყო გიორგი ბორმანი, რუსი მეწარმე, საპატიო მოქალაქე, საკონდიტრო ამხანაგობა „Жоржъ Борманъ“-ის დირექტორი. ზოგიერთი წყარო შენობას აღწერს, როგორც „ერგარდტის მიწის ნაკვეთზე მდებარე სახლს“.

ომის შემდეგ აქ დაფუძნდა ლენინგრადის ხელმძღვანელობა (გარდა გრიგილ რომანოვისა).

2014 წლის ივნისში პეტერბურგის ხელისუფლებამ დაასრულა შენობების კომპლექსის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ტერიტორიაზე ააშენეს აბანო და აუზი გუბერნატორისათვის.

ნაგებობათა კომპლექსის შემადგენლობაში, რომელიც შეტანილია რუსეთის ფედერაციის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის (ისტორიისა და კულტურის ძეგლი) ობიექტების ერთიან სახელმწიფო რეესტში, შედის: საცხოვრებელი სახლი, ჭა, მოსასახურე პერსონალის სახლი, მაცივარი, პარკი და შადრევანი.

ბორმანის სახლი სახელმწიფოს მიერ დაცულია შემდეგი დოკუმენტალური ბაზის საფუძველზე: ლენინგრადის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 5 დეკემბრის № 963 გადაწყვეტილება; რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 1995 წლის 20 თებერვლის № 176 ბრძანება; რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2001 წლის 10 ივლისის № 527 დადგენილება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Тюников К. Русская Финляндия. РИЦ «Карельский перешеек». СПб. 2004 г.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება