ბორის საგალი (დ. 18 ოქტომბერი, 1923, ეკატერინოსლავი, სსრკ — გ. 22 მაისი, 1981, ორეგონი, აშშ) — უკრაინული წარმოშობის ამერიკელი კინო და ტელერეჟისორი, საბჭოთა მსახიობის, დანილ საგალის ძმა და კეტი საგალის მამა.[1]

ბორის საგალი
დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი, 1923
ეკატერინოსლავი, უსსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 22 მაისი, 1981 (57 წლის)
ორეგონი, აშშ
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1955–1981

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ეკატერინოსლავში, უკრაინა. მშობლებმა საგალი ბავშვობაში წაიყვანეს აშშ-ში. სწავლობდა იელის დრამის სკოლაში. ბორისის ძმა, დანილი დარჩა რუსეთში და გახდა ცნობილი მსახიობი.[2]

ბორისმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა ფილმში „ადამიანი ომეგა“. აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო პროექტებში: „ბინდის ზონა“, „T.H.E. Cat“, „ალფრედ ჰიჩკოკი წარმოგიდგენთ“, „კოლუმბო“, „პიტერ განი“ და სხვები. ის ოთხგზის იქნა ნომინირებული ემის პრაიმ-ტაიმის პრემიაზე.

ბორის საგალი გარდაიცვალა 1981 წლის 22 მაისს, ტელესერიალ „მესამე მსოფლიო ომის“ გადაღებების დროს — ვერტმფრენიდან გადმოსვლისას, შემთხვევით მოჰყვა ვერტმფრენის უკანა პროპელერში.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kennedy, Shawn G. (24 მაისი, 1981). „Boris Sagal, 58, Movie Director, Dies After A Helicopter Accident“. The New York Times. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. Эрмитаж российского кино
  3. Shawn G. Kennedy. (1981-05-24) Boris Sagal, 58, Movie Director, Dies After A Helicopter Accident. The New York Times.