ბოლნისის მუნიციპალიტეტის გერბი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გერბიბოლნისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარის მეწამულ ველზე მოთავსებულია ვერცხლის — წრეში ჩასმული ჰერალდიკური ("ბოლნური") ჯვარი.

გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე ასომთავრული შავით ჩაწერილია დევიზი — „ბოლნისი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება