ბოკოვსკაიის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 31 დეკემბერი 2020. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ბოკოვსკაიის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Иоанна Предтечи) — მართლმადიდებლური ეკლესია ბოკოვსკის რაიონის სტანიცა ბოკოვსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

ბოკოვსკაიის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია
ბოკოვსკაიის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია — რუსეთი
ბოკოვსკაიის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბოკოვსკაია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1866

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ბოკოვსკის რაიონი, სტანიცა ბოკოვსკაია.

1866 წელს ხუტორ ბოკოვსკაიის მაცხოვრებლებმა სლობოდა ეფრემოვო-სტეფანოვკაში შეიძინეს ხის ეკლესიის კონსტრუქცია. გადაიტანეს და დაამონტაჟეს ხუტორის ტერიტორიაზე.

აწყობილ ხის ეკლესიას, რომელსაც არ ჰქონდა სამრეკლო, გარს შემავლეს ქვის მესერი. 1868-1869 წლებში სახურავი და გუმბათი შეცვალეს თუნუქის ფირფიტებით, ააშენეს სამრეკლოც. ეკლესიის ირგვლივ XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა სატაძრო კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა: ოროთახიანი საყარაულო, აგურის ოთხოტახიანი საკვირაო-სამრევლო სკოლა, აგურის ფარდული, კეთილმოწყობილი ჭა. იქვე ააშენეს სახლი სასულიერო პირებისთვის. ეკლესიას ემსახურებოდა სამი მღვდელი, ერთი დიაკვანი და სამი მეფსალმუნე.

1920 წელს ეკლესიას დაეცა მეხი, ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა, შენობა დაინგრა. შემდეგი წლების განმავლობაში ხუტორში ეკლესია არ ჰქონიათ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკლესიისათვის შეიძინეს სახლი, რომლის მოწყობის შემდეგ მასში არევლინებოდა ღვთისმსახურება. 1989 წელს გადაკეთეს ეკლესიად და მას დაადგეს გუმბათი. 2000 წელს ეკლეიის მახობლად ააშენეს სამრეკლო.

ტაძარში პატივს მიაგებენ წმინდა ხატებს, რომლებიც მოიტანეს მომლოცველებმა ათონის მონასტერში პილიგრიმობის პერიოდში. ეკლესიაში ინახება ივერიის ღვთისმშობლის ხატი.

2010 წელს ეკლესია გაარემონტეს და მოაოქროვეს გუმბათი. ეკლესიის წინამძღვარი 2010 წლიდან არის ალექსანდრე (ლევჩიკი)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  გარე სურათები
  ბოკოვსკაიის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია