ბოდჰნათჰი
ბოდჰნათჰი (დევანაგარი: बौद्धनाथ) (ასევე ჰქვია ბუდდჰანათჰი ან ბაუდჰანათჰი ან ქჰასა ჩაიტჲა) არის კატმანდუს ერთ-ერთი უწმინდესი ბუდისტური ადგილი, ნეპალი. მდებარეობს კატმანდუს ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბნებიდან 11 კმ-ში. სტუპას მასიური მანდალა ნეპალის უდიდეს სფერულ სტუპად აქცევს.[1]
ძველი სტუპა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. ბოდჰნათჰის გარშემო, ჩინეთიდან დიდი რაოდენობით ლტოლვილი მოსახლეობის გამო, 50-მდე ტიბეტური გომპაა აგებული (მონასტერი). 1979-დან ბოდჰნათჰი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. სვაიამბჰუნათჰთან ერთად, კატმანდუში ტურისტთათვის ყველაზე პოპულარული ადგილია.
სტუპა ტიბეტიდან მომავალ ძველ სავაჭრო გზაზეა, რომლიდანაც შედის კატმანდუს ველზე. მრავალი საუკუნის განმავლობაში, ტიბეტელი ვაჭრები აქ ისვენებდნენ და ლოცვებს აღავლენდნენ. ნათქვამია, რომ სტუპაში ბრძენ კაშიაპას ნაწილებია ჩამარხული.
ისტორია
რედაქტირებაგოპალარაჯავამშავალის მიხედვით, ბუდჰნათჰი დააარსა ნეპალის მეფე შივადევამ (590–604); სხვა მატიანეები კი მეფე მანადევას (464–505) მეფობის ხნით ათარიღებენ.[2][3]
ტიბეტის იმპერატორი ტრისონგ დეცენიც (755–797) ტრადიციულად დაკავშირებულია ბოდჰნათჰის სტუპის მშენებლობასთან. ბოდჰნათჰი ჰელამბუელმა იოლმო ნგაკჩანგ საკია ზანგპომ აღადგინა.[4]
გალერეა
რედაქტირება-
ბოდჰნათჰის ტაძარი
-
ბოდჰნათჰის ტაძარზე მოცურავე ჩრდილი
-
პანორამული ხედი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Fables of Boudhanath and Changunarayan. nepalnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-09. ციტირების თარიღი: 2007-07-30.
- ↑ Shaha, Rishikesh. Ancient and Medieval Nepal. (1992), p. 123. Manohar Publications, New Delhi. ISBN 81-85425-69-8.
- ↑ Ehrhard, Franz-Karl (1990). "The Stupa of Bodhnath: A Preliminary Analysis of the Written Sources." Ancient Nepal - Journal of the Department of Archaeology, Number 120, October-November 1990, pp. 1-6.
- ↑ The Legend of the Great Stupa and The Life Story of the Lotus Born Guru, pp. 21-29. Keith Dowman (1973). Tibetan Nyingma Meditation Center. Dharma Books. Berkeley, California.
ლიტერატურა
რედაქტირება- The Legend of the Great Stupa and The Life Story of the Lotus Born Guru. Keith Dowman. (1973). Tibetan Nyingma Meditation Center. Dharma Books. Berkeley, California.
- Psycho-cosmic Symbolism of the Buddhist Stūpa. Lama Anagarika Govinda. (1976) Dharma Books. Berkeley, California. ISBN 0-913546-35-6; ISBN 0-913546-36-4 (pbk).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Boudhanath.com ბოდჰნათჰის სტუპა კატმანდუ ნეპალი
- ნეპალის ბოდჰნათჰის სტუპის ვიდეოგიდი
- ბოდჰნათჰის ვირტუალური ტური
- Boudhanath at Khandro.net : Information on Legends and Prophecies
- Bodhnath Stupa: Boudhanath Virtual Tourist web-site დაარქივებული 2011-06-05 საიტზე Wayback Machine.