ბოგდანოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ბოგდანოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია კამენის რაიონის სოფელ ბოგდანოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. ეკლესიის მშენებლობის დაწყების თარიღი უცნობი, ხოლო მისი აშენება დაასრულეს 1891 წელს.
ბოგდანოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ბოგდანოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1891 |
ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, კამენის რაიონი, სოფელი ბოგდანოვი, კიროვის ქუჩა.
ისტორია
რედაქტირებაბოგდანოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია, რომელიც აგებულია 189 წელს, წარმოადგენს როსტოვის ოლქის კამენის რაიონისიმ ოთხ ეკლესიათაგან ერთ-ერთს, რომელიც კარგადაა შემონახული და დაცულია ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება აკრძალეს და დახურეს. მისი ხელმეორედ გახსნა მოხდა, 1943 წელს, მას შემდეგ, რაც ხუტორი გაათავისუფლეს გერმანელთა საოკუპაციო ჯარისაგან. ეკლესიაში ღვთისმსახურება გაგრძელდა 1962 წლამდე, სწორედ იმ პერიოდამდე როდესაც დაიწყო ნიკიტა ხრუშჩოვის შეტევა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის საეკლესიო ცხოვრებაზე. იყო ეკლესიის დანგრევის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, რის შემდეგაც იგი გადააქციეს კიროვის სახელობის საბჭოთა კოლმეურნეობის ხორბლის საწყობად.
მესამედ ეკლესიაში ღვთისმსახურება არსდგა და გაიხსნა 1990 წელს. მის აღდგენაში დიდი წვლილი შეიტანეს კაზაკებმა ყოფილ სოფელ გუნდოროვსკიდან. მის აღდგენაში მოსახლეობას დახმარებას უწევდა ასევე ცირკის მსახიობი, რუსეთის ფედერაციაში გრამაფონების პირველი მუზეუმის დამაარსებელი ვლადიმირ დერიაბკინი, რომელიც წარმოშობით იყო ბოგდანოვის მეზობელ ხუტორ ხობოსტოკიდან.