ბნელი ენერგია ენერგიის ფორმა, რომელიც მთელ სამყაროშია გავრცელებული. როგორც ცნობილია, ის სამყაროს გაფართოებას აჩქარებს. ბნელი ენერგია არის ყველაზე მიღებული ჰიპოთეზა სამყაროს გაფართოების აჩქარების ასაღწერად. დაკვირვებადი სამყაროს 68% სწორედ მისგან შედგება.

ტერმინი „ბნელი მატერია“ ასტროფიზიკოსმა მაიკლ ტერნერმა დაამკვიდრა, როდესაც 1998 წელს ასტრონომებმა განაცხადეს, რომ სიჩქარე, რომლითაც სამყარო ფართოვდებოდა, როგორც ჩანს, აჩქარებას უნდა განიცდიდეს. ამ დასკვნამდე ასტრონომები ფეთქებადი ვარსკვლავების განსაკუთრებული კლასის შესწავლისას მივიდნენ. ისინი საკმაოდ კაშკაშაა. შორ მანძილზე ჩანან და კარგი ნათება აქვთ, რის გამოც ისინი ვარგისია შორეულ გალაქტიკებამდე მანძილის გაანგარიშებისთვის. გალაქტიკების ურთიერთმიზიდულობა სამყაროს გაფართოებას ამუხრუჭებს, ამიტომ ასტრონომები მისი ტემპის შენელებას ვარაუდობდნენ. ამის ნაცვლად, სრულიად საპირისპირო რამ დაადგინეს: სამყარო სულ უფრო სწრაფად ფართოვდება ბოლო 5–6 მილიარდი წლის მანძილზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • National Geographic, პირველი დიდოსტატები, იანვარი, 2015 წ.