ბლეზ დე ვიჟნერი
ბლეზ დე ვიჟნერი (ფრანგ. Blaise de Vigenère; დ. 5 აპრილი, 1523 — გ. 19 თებერვალი, 1596) — ფრანგი დიპლომატი, კრიპტოგრაფი და ალქიმიკოსი. გამოგონება შიფრისა, რომელსაც ახლა ეწოდება ვიჟნერის შიფრი, XIX საუკუნეში შეცდომით სწორედ მას მიეწერა.
ვიჟნერი დაიბადა სოფელ სან-პურსენში. 17 წლის ასაკში ის ეზიარა დიპლომატიურ კარიერას, რომელსაც მიყვებოდა ოცდაათი წლის განმავლობაში, პენსიაში გასვლამდე (1570). 24 წლის იყო როდესაც შევიდა Duc-ის მომსახურების ცენტრში. 1549 წელს ის ესტუმრა რომს დიპლომატიური მისიით, სადაც მან 2 წელი გაატარა, და დაბრუნდა 1566 წელს. ერთხელაც ამ სტუმრობის დროს მან წაიკითხა წიგნები კრიპტოგრაფიაზე და აგრეთვე კრიპტოლოგიაზე. როდესაც ვიჟნერი გავიდა პენსიაზე, 47 წლის ასაკში, მან შესთავაზა თავისი ერთი წლის პენსია და 1000 წიგნი პარიზის ღარიბებს. ის დაქორწინდა უცნობ ქალბატონზე, მარი ვარზე.
პენსიაზე გასვლის შემდეგ, მან დაწერა ოცზე მეტი წიგნი, ესენი იყო:
- კომეტების ტრაექტორია;
- ციფრების ტრაექტორია (1586).
მან ციფრების ტრაექტორიაში აღწერა თავისი მოსაზრება დაშიფრულ სიტყვა-გასაღებზე. ეს შიფრაციის სისტემა იყო გსატეხად ყველაზე ძნელი იმ დროისთვის.
1584 წელს ის გახდა მეფე ჰენრი მესამის მდივანი საფრანგეთში.
ბლეზ დე ვიჟნერი გარდაიცვალა 1596 წელს ყელის კიბოს დიაგნოზით. ის დაასაფლავეს წმინდა ეტიენ-მონტის ეკლესიაში, რომელიც მდებარეობს პარიზში, კერძოდ - V უბანში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Version numérique de Traicté des Chiffres დაარქივებული 2007-06-24 საიტზე Wayback Machine. sur le site de la bnf