ბიტოლის ისტორიული არქივი
ბიტოლის ისტორიული არქივი (მაკედ. Историски архив) — არქივი ქალაქ ბიტოლაში. დაარსდა 1954 წელს, როგორც მუნიციპალური არქივი. 1990 წლიდან მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივის განყოფილება გახდა. ბიტოლის განყოფილების დაქვემდებარებაში შედის: ბიტოლის, დემირ-ჰისარის, მოგილის, ნოვაცისა და რესენის თემები, მთლიანობაში 195 მფლობელი[1]. ფილიალი განთავსებულია ახალ სპეციალიზებულ შენობაში „პირველი მაისის“ ბულვარში.
ბიტოლის ისტორიული არქივი | |
---|---|
მაკედ. Историски архив - Битола | |
არქივის შენობის ფასადი | |
41°01′55″ ჩ. გ. 21°19′49″ ა. გ. / 41.03194° ჩ. გ. 21.33028° ა. გ. | |
დაარსდა | 1954 |
ქვეყანა | ჩრდილოეთი მაკედონია |
მდებარეობა | ბიტოლის თემი |
ოფიციალური საიტი | [www.arhiv.gov.mk www.arhiv.gov.mk] |
განყოფილების საქმიანობა
რედაქტირებაგანყოფილებას გააჩნია 916 ფონდი და 25 კოლექცია. ყვეკლაზე ძველი დოკუმენტი დათარიღებულია XIII საუკუნით (ძველი ებრაული ენის პერგამენტი). მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტების უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს ეხება, არქივში აგრეთვე არის 1944 წლამდე პერიოდის საარქივო მასალები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური მონაცემებით თემების შესახებ. სამკითხველოს აქვს 6 ადგილი მომხმარებლებისთვის და მათი საჭიროებისთვის შექმნილია ქსეროასლები.
ბიბლიოთეკაში განთავსებულია 3823 წიგნი, 163 დასახელების ჟურნალი და 155 დასახელების გაზეთი.
ბიტოლის ისტორიული არქივის გამოცემები
რედაქტირებაგამოცემების კუთხით ბიტოლის განყოფილებას გამოქვეყნებული აქვს შემდეგი პუბლიკაციები:
- „Зборник на паднати борци од НОВ од Битолска околија” 1957 წ.
- „11 Март 1943“ по повод егзодусот на Битолските Евреи 1957 წ.
- „Архив - Битола“ водич 1961 წ.
- „Водич низ архивските фондови и збирки во Историскиот архив Битола“ 1978 წ.
- „Зборник на одбрани документи за историјата на Битола 1941-1944“, 1984 წ. (2 წიგნი)
- „Документи за ограбување на црквите“, 1985 წ.
- Едицијата „Незаборавени“ за Трајан Велев - Гоце, Тодор Ангеловски - Строгов, 7 Македонска бригада и 9 дивизија, Елпида Караманди - Бисера, Киро Димитровски - Дандаро од 1986-1989 წწ.
- „Спомени и биографии на илинденци“, 1993 წ
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-03. ციტირების თარიღი: 2017-11-17.