ბისექსუალთა დროშა
ბისექსუალთა სიამაყის დროშა შეიქმნა მაიკლ პეიჯის მიერ 1998 წელს, რათა ბისექსუალურ საზოგადოებას ჰქონოდა საკუთრი სიმბოლო, რომელიც ლგბტ საზოგადოების დროშას ემგვანებოდა. ის მიზნად ისახავდა ბისექსუალების ხილვადობის გაზრდას, როგორც ზოგად ასევე ლგბტ საზოგადოებაში. პირველად ბისექსუალი სიამაყე დროშა გამოჩნდა BiCafe-ის პირველი წლისთავისადმი მიძღვნილ წვეულებაზე,[1] 1998 წლის 5 დეკემბერს.[2]
დროშის ფერებს შემდეგნაირი დატვირთვა აქვს: ვარდისფერი არის იგივე სქესის/გენდერისადმი მიზიდულობის ამსახველი, ლურჯი არის სხვადასხვა სქესის/გენდერისადმი მიზიდულობის ამსახველი, ხოლო იისფერი წარმოადგენს მიზიდულობას ზოგად გენდერულ სპექტრში.
დიზაინი და ფერები
რედაქტირებაპეიჯმა ფერები აიღო არსებული ბისექსუალური სიმბოლოდან და მათ საკუთარი ხელწერაც დაამატა.
როგორც თვითონ ამბობს: დროშის შექმნისას გამოვიყენე ფერები და თარგი ორკუთხედის სიმბოლოდან.
„ორკუთხედები“, ან ბისექსუალთა სამკუთხედები, ბისექსუალური საზოგადოებისთვის გაურკვეველი წარმოშობის, კიდევ ერთი სიმბოლოა. ნახევარმთვარის სიმბოლო არის ბისექსუალთა კიდევ ერთი სიმბოლო, რომელიც განზრახ ირიდებს ვარდისფერი სამკუთხედის გამოსახულებას. [3] [4]
პეიჯი დროშაში გამოყენებული ფერების მნიშვნელობას შემდეგნაირად აღწერს „ვარდისფერი ფერი წარმოადგენს მხოლოდ ერთი და იმავე სქესის (გეი და ლესბოსელი) სექსუალურ მიზიდულობას. ლურჯი წარმოადგენს მხოლოდ საპირისპირო სქესის სექსუალურ მიზიდულობას (ჰეტერო) და მათი შერწყმის შედეგად მიღებული ფერი წარმოადგენს სქესობრივ მიზიდულობას ორივე სქესის მიმართ (bi)“.[5]
პეიჯი დროშის მნიშვნელობას უფრო ღრმადაც განიხილავს, და ამბობს „დროშის სიმბოლიზმის გასაგებად მთავარია იცოდეთ რომ იისგერი პიქსელები ისევე უხილავად ითქვიგება ვარდისფერსა და ცისფერში როგორც ბისექსუალი ადამიანები გეი,ლესბოსელ და ჰეტერო საზოგადოებაში“.[3]
სალიცენზიო დაპირისპირება
რედაქტირება1998 წელს პეიჯმა თქვა, რომ ბისექსუალთ დროშის გამოყენება „თავისუფლად იყო შესაძლებელი საზოგადოებრივი და კომერციული მიზნებისთვის“ და რომ იგი „არ იყო დაპატენტებული, სავაჭრო ნიშნით ან მომსახურების ნიშნით“. 2020 წლის აპრილში, BiNet USA-მ განაცხადა, რომ იგი იყო დროშის და დროშის ფერის ერთადერთი საავტორო უფლებების მფლობელი და განაცხადა, რომ ორგანიზაციებს და პირებს, რომელთაც სურთ დროშის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის, მოეთხოვებათ ლიცენზიის მიღება ორგანიზაციისგან.[6] BiNet-ის საჩივარსა და მის წინააღმდეგ წარმოქმნილ დაპირისპირებას გამოეხმაურა „Out“ და LGBTQ Nation, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ BiNet-ის პრეტენზიას და აღნიშნავენ, რომ დროშა არ აკმაყოფილებს საავტორო უფლებებს.[7]
2020 წლის 29 აპრილს, BiNetUSA-მ გააკეთა ტვიტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიკიპედიის სტატია ბისექსუალთა დროშისთვის არაზუსტია.[8] BiNetUSA-მ საბოლოოდ შეწყვიტა დროშის გამოყენება 8 მაისს და სხვა დიზაინის გამოყენება არჩია.[9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Young, Randy. BiPride Flag. Flags of the World (June 6, 2015). ციტირების თარიღი: October 24, 2015.
- ↑ დაარქივებული. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 2020-09-26.
- ↑ 3.0 3.1 Petronzio, Matt. A Storied Glossary of Iconic LGBT Flags and Symbols. Mashable, Inc. (June 13, 2014). ციტირების თარიღი: October 24, 2015.
- ↑ Pride Symbols and Icons. ALGBTICAL. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 4, 2017. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
- ↑ Rainbow Flag and Other Pride Symbols. Greenwood.
- ↑ „A group is threatening legal action & demanding payment for use of the bisexual pride flag“. April 29, 2020. ციტირების თარიღი: April 29, 2020.
- ↑ „This Organization Wants to Be Paid for Use of the Bi Pride Flag“. Out. April 29, 2020. ციტირების თარიღი: April 29, 2020.
- ↑ BiNetUSA. (April 29, 2020) Hey @Wikipedia can you help us with this page called Bisexual Pride Flag? Ita wholly inaccurate; and we can put you in touch with “Michael Page” who identified the info was wrong. Also he said he is not bisexual and doesn’t want to be associated with the flag. Can you help?. ციტირების თარიღი: May 4, 2020
- ↑ Cheltenham, Faith. We said what we said, again.. Blogspot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 11 July 2020.