ბირგიტ ფიშერი (გერმ. Birgit Fischer; დ. 25 თებერვალი, 1962) — გერმანელი ნიჩბოსანი, მოიგო 8 ოლიმპიური ოქროს მედალი ექვს სხვადასხა თამაშებზე. იყო ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვანი ჩემპიონი კანოეში (ასაკი 18 და 48). 2004 წელს იგი გახდა გერმანიის წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.

ბირგიტ ფიშერი

ბირგიტ ფიშერი (2010)
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1962 (1962-02-25) (62 წლის)
ბრანდენბურგი, გერმანია
პროფესია ნიჩბოსანი
სიმაღლე 172 სმ
წონა 69 კგ

ფიშერი ბრანდენბურგში, მაშინდელ აღმოსავლეთ გერმანიაში დაიბადა.[1] იგი ვარჯიშობდა პოტსდამის სპორტულ კლუბში. 1991 წელს მან დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერებების ფაკულტეტი, ხოლო მოგვიანებით პოტსდამის უნივერსიტეტი. ბირგიტი მუშაობდა ფიზიკური აღზრდის ინსტრუქტორად, ასევე მუშაობდა მწვრთნელად გერმანიის კანოეს ფედერაციაში.[2] ფიშერი 1984-1993 წლებში დაქორწინებული იყო იორგ შმიტთან, სეულის 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანთან[2]. იგი ცხოვრობს ბრანდენბურგში მათ ორი შვილთან ერთად. 1999 წელს მან მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტის არჩევნებში თავისუფალი დემოკრატიული პარტიის სიით, თუმცა წარუმატებლად. ფიშერის ძმისშვილი, ფანი ფიშერი, მონაწილეობდა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პეკინში და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა კანოეში[3]. ფიშერის ძმა ფრანკმა 1981 და 1986 წლებში მსოფლიო ჩემპიონატების ცხრა მედალი მოიგო. 

1978-2005 წლებში მან ასევე მოიგო 38 მედალი კანოეს მსოფლიო ჩემპიონატიდან მათ შორის 28 ოქრო. 2011 წელს, კატალინ კოვაჩი, უნგრეთიდან, გახდა ის სპორტსმენი რომელმაც გააუმჯობესა ეს შედეგი.