ბიოლოგიური დამაჯერებლობა

ბიოლოგიური დამაჯერებლობაეპიდემიოლოგიასა და ბიომედიცინაში ვარაუდი მიზეზობრივი კავშირის არსებობაზე (კავშირი სავარაუდო მიზეზსა და შედეგს შორის), რომელიც თავსებადია არსებულ ბიოლოგიურ და სამედიცინო ცოდნასთან.

ბიოლოგიური დამაჯერებლობა არის მსჯელობის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც შეუძლია დაამყაროს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბიოლოგიურ ფაქტორსა და კონკრეტულ დაავადებას, ან გვერდით მოვლენას შორის. ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია შეფასების პროცესის, როცა გვინდა დავადგინოთ აქვს თუ არა შემოთავაზებულ თერაპიას (წამალი, ვაქცინა, ქირურგიული პროცედურა და ა.შ.) რეალური სარგებელი პაციენტისთვის. ეს კონცეფცია გამოიყენება ბევრ საკამათო საჯარო დებატში, როგორიცაა მაგალითად ვაქცინაციის არასასურველი შედეგების მიზეზების შესახებ.

ბიოლოგიური დამაჯერებლობა ეპიდემიოლოგიის ინტელექტუალური საფუძვლის ფუნდამენტური ნაწილია. ტერმინი პირველად გვხვდება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მიზეზობრიობის დადგენის ფუძემდებლურ ნაშრომში (The Surgeon General's Advisory Committee on Smoking and Health 1964).

გამოყენება

რედაქტირება

დაავადება და გვერდითი მოვლენის მიზეზობრიობა

რედაქტირება

ზოგადად, მიღებულია, რომ „მიზეზობრივად“ რომ ჩაითვალოს კავშირი ბიოლოგიურ ფაქტორსა და დაავადებას (ან სხვა ცუდ შედეგებს) შორის ეს კავშირი ბიოლოგიურად თანმიმდევრული უნდა იყოს. ანუ, უნდა იყოს დამაჯერებელი და ბიოლოგიურად ახსნადი, მოცემული დაავადების ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის ცნობილი ფაქტების შესაბამისად.

სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმები დაავადების და გვერდითი მოვლენების მიზეზობრიობის შეფასებისას მოიცავს თანმიმდევრულობას, ასოციაციის სიძლიერეს, სპეციფიკურობასა და მნიშვნელოვან დროით კავშირს. ესენი ერთობლივად ცნობილია, როგორც ბრედფორდ-ჰილის კრიტერიუმები, დიდი ინგლისელი ეპიდემიოლოგის პატივსაცემად, რომელმაც შემოგვთავაზა ისინი 1965 წელს. თუმცა, თავად ოსტინ ბრედფორდ ჰილმა, სხვა კრიტერიუმებთან შედარებით, „დამაჯერებლობის“ მნიშვნელობას ნაკლები როლი მიანიჭა:

 
„სასარგებლო იქნება, თუ მიზეზშედეგობრიობა, რომელზეც ეჭვი გვაქვს, ბიოლოგიურად დამაჯერებელი იქნება. მაგრამ ეს მახასიათებელია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ვერ მოვითხოვთ. ის, რაც ბიოლოგიურად დამაჯერებელია, დამოკიდებულია ჩვენს უახლეს ცოდნაზე ბიოლოგიაში. ... ასოციაცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, შეიძლება ახალი იყოს მეცნიერების, ან მედიცინისთვის და არ უნდა უარვყოთ მარტივად, როგორც რაღაც მეტისმეტად უჩვეულო.[1]

მკურნალობის შედეგები

რედაქტირება

წინასწარ კვლევას, რომელსაც მივყავართ წამლის, ან პრეპარატის რანდომიზებულ კლინიკურ კვლევამდე (RCT) ეწოდა „სარწმუნოობის ზრდა“. ეს მოიცავს ბიოქიმიური, ქსოვილის ან ცხოველური მონაცემების შეგროვებას და ანალიზს, რომლებიც მიუთითებენ მოქმედების გარკვეულ მექანიზმზე, ან სასურველი ბიოლოგიური ეფექტის დემონსტრირებას ახდენენ. მიჩნეულია, რომ ეს პროცესი იძლევა ბიოლოგიურ დამაჯერებლობას. ვინაიდან მასშტაბური, დეფინიტური RCT არის ძალიან ძვირი და შრომატევადი, მხოლოდ საკმარისად პერსპექტიული თერაპია იმსახურებს მათი საბოლოო დადასტურების (ან უარყოფის) ყურადღებას და ძალისხმევას.

ბიოლოგიური დამაჯერებლობისგან განსხვავებით, კლინიკურმა მონაცემებმა ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან, შემთხვევის ანგარიშებიდან, ან კონტროლირებადი კლინიკური კვლევებიდან შეიძლება მიუთითებდეს კლინიკურ დამაჯერებლობაზე. მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით, თერაპია საკმარისად მეცნიერულად დამაჯერებელია, რომ მის საბოლოო ტესტირებაზე დაიხარჯოს დრო და ფინანსები, თუ ის ბიოლოგიურად ან კლინიკურად დამაჯერებელია. [2] დაკვირვებულია, რომ, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ბიოლოგიურ დამაჯერებლობას მოკლებულია კომპლემენტარული და ალტერნატიული მედიცინის თერაპიების უმეტესობას. [2]

  1. Hill, Austin Bradford (1965). „The Environment and Disease: Association or Causation?“. Proceedings of the Royal Society of Medicine. 58 (5): 295–300. doi:10.1177/003591576505800503. PMC 1898525. PMID 14283879.
  2. 2.0 2.1 Hoffer, L. John (2003), "Complementary or alternative medicine: the need for plausibility", Canadian Medical Association Journal; 168 (2) [January 21 issue].