ბინარული ოფციონი, საბირჟო — საინვესტიციო ფინანსების დარგში წარმოადგენს ორობითი ვარიანტის არჩევანის, მარტივი ოფციონის სახეობას. მისი საშუალებით შესაძლებელია მოგების მარტივად მიღება ან პირიქით, — სავაჭრო პოზიციის მოგების გარეშე დახურვა. ბინარული ოფციონებით ვაჭრობისადმი მსოფლიოს დაინტერესება, 2008 წლის ივლისიდან იღებს სათავეს. ამ საბირჟო-სავაჭრო პროდუქტის პოპულარობას საინფორმაციო-ციფრული და სატელეკომუნიკაციო, ინტერნეტული ტექნოლოგიების პროგრესმა ძლიერ შეუწყო ხელი. ბინარული ოფციონები, დღეს ელექტრონული ფორმით — ინტერნეტით ივაჭრება. მისდამი ინტერესს ასევე აძლიერებს ვაჭრობის დასაწყებად აუცილებელი, მიკრო საინვესტიციო ფონდი, რომელიც არ არის მოცულობითი. ბაზარზე შესვლისთვის საკმარისია, თუნდაც 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი მოცულობის თანხა. მეორე მხრივ, მიუხედავად მოთხოვნილი საწყისი სავაჭრო ფონდის სიმცირისა, ბინარული ოფციონებით განხორციელებული სავაჭრო ოპერაციები, ამ საქმიანობის მცოდნე ადამიანებს აძლევს მაღალი მოგების, და თანაც ძალზე მცირე დროის ეპიზოდში მიღების შესაძლებლობას. ბინარული ოფციონები ერთგვარად, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ჯგუფს მიეკუთვნება. ბინარული ოფციონების მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება შეადგენდეს 10 წუთს, 1 საათს, 1 დღეს, 1 თვეს ან მეტ პერიოდს. ბინარული ოფციონებით მუშაობისას, მაგალითისთვის, — შესაძლებელია საწყისი დეპოზიტის 70% და თუნდაც 500% ან მეტი მოგების გამომუშავება.

ბინარული ოფციონის სიცოცხლის ხანგრძლივობა წინასწარ არის განსაზღვრული ინფორმაციის მომწოდებლის მხრიდან და მას რესპირაციის პერიოდი ეწოდება. ხშირ შემთხვევაში ოფციონის რესპირაციის პერიოდი ეფუძნება მსოფლიოს ბაზრების მომრიგებლის და ტრანსმიტერი რომელიმე გლობალური ცანტრი — ორგანიზაციის მონაცემებს, მაგ., Reuters. პოზიციის დახურვის და ანგარიშსწორების მიხედვით ბინარული ოფციონები იყოფა ორ კლასად: ნაღდი ფული ან არაფერი (cash-or-nothing), თუ გარიგება სრულდება ფულადი ანგარიშსწორებით; „შემოსავალი ან არაფერი“ (asset-or-nothing), თუ გარიგება სრულდება საბაზისო აქტივის ფორმით ანგარიშსწორების გზით.

ბინარული ოფციონი საბირჟო — საინვესტიციო დარგში ძალზე მოთხოვნადი სავაჭრო პროდუქტია. მისდამი წარმოუდგენლად მზარდი ინტერესი, — მცირე, საშუალო და ასევე მსხვილ ინვესტორთა მხრიდან, 2008 წლის ივლისის თვიდან იღებს სათავეს. ამას ხელს უწყობს ჩიკაგოს ბირჟის /CBOE/ მიერ, ბინარული ოფციონების საბირჟო ვაჭრობის პროდუქტთა ჩამონათვალში შეტანა. ამ პერიოდამდე, ბინარული ოფციონებით ვაჭრობას, ბაზრის მხოლოდ კორპორაციული ორგანიზაციები და მსხვილი საინვესტიციო ფონდები აწარმოებდნენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება