ბილობა-რიცი
ბილობა-რიცი (ლათ extractum ginko bilobae)- მცენარეული წარმოშობის პრეპარატი.
შემადგენლობა
რედაქტირებაპრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 40მგ ginko bilobae-ს ფოთლების მშრალ სტანდარტიზებულ ექსტრაქტს: 24% გინკგოს ჰეტეროზიდები (Ginkgo flavon glycosides) და 6% გიკგოლიდ-ბილობალიდები (Terpene lactones)
მოქმედების მექანიზმი
რედაქტირებაექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები - ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილაბოლიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას, ასევე კიდურებში სისხლის მიმოქცევას. აქვს გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე.
ჩვენება
რედაქტირება- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს მეხსიერების, ყურადღებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ძილის დარღვევა.
- ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს ტკივილი სიარულის დროს, სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები.
უკუჩვენება
რედაქტირებაპრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
რედაქტირებაორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა, დადგენილი არ არის ნაყოფზე მისი უარყოფითი გავლენა.
დოზირება და მიღების წესი
რედაქტირებაინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ. მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა სამი თვე.
გვერდითი მოვლენები
რედაქტირებაიშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
რედაქტირებაპრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-15 oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
რედაქტირებაშეფუთვაში 20 კაფსულა, თითო 40 მგ.
დანიშნულება
რედაქტირებაექიმის რეცეპტის გარეშე!