ბილიკი არლთან ახლოს
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ბილიკი არლთან ახლოს — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული ზეთის საღებავებით ტილოზე, 1888 წელს, მაშინ, როცა ვინსენტი არლში ცხოვრობდა. ნახატზე გამოსახულია ხეებით გარშემორტყმული საცალფეხო ბილიკი, რომლის ბოლოსაც ყვითელი სახლი მოჩანს და მინდვრები, რომლებიც არლს გარს არტყია. ნახატის შესრულების სტილი ზუსტად ემთხვევა მხატვრის იმ პერიოდში შესრულებული ტილოების სტილს, ფერები ნათელი და ცოცხალია, ნათელი ტილო იმაზე კარგად გვაწვდის ხედს, ვიდრე ის სინამდვილეში აღიქმება. იდეალურ მომენტში დანახული ბუნება ფერების სწორი გამოყენებითაა გადმოცემული.
ბილიკი არლთან ახლოს | |
---|---|
Avenue bij Arles | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1888 |
კატალოგი | F567 და JH1419 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 61 |
სიგანე | 50 |
ქალაქი | გრაიფსვალდი, გერმანია |
მუზეუმი | პომერანული მუზეუმი |
ბილიკი არლთან ახლოს ეკუთვნის გრაიფსვალდის პომერანულ მუზეუმს, გერმანიაში.