ბიკანერი (ინგლ. Bikaner) — ქალაქი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ შტატ რაჯასტანში. მდებარეობს შტატის დედაქალაქ ჯაიპურიდან 330 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. ამავე სახელწოდების მქონე რაიონისა და დანაყოფის ადმინისტრაციული შტაბი.

დასახლებული პუნქტი
ბიკანერი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 28°01′05″ ჩ. გ. 73°19′01″ ა. გ. / 28.01806° ჩ. გ. 73.31694° ა. გ. / 28.01806; 73.31694
ფართობი 155 კმ²
ცენტრის სიმაღლე 242±1 მეტრი
მოსახლეობა 529 007
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 0151
საფოსტო ინდექსი 334001
ბიკანერი — ინდოეთი
ბიკანერი

წარსულში ბიკანერის შტატის დედაქალაქი იყო. ქალაქი რათჰორის კლანის რაჯპუტმა მმართველმა, რაო ბიკამ დააარსა 1488 წელს. დროთა განმავლობაში ბიკანერი პატარა დასახლებიდან რაჯასტანის მეოთხე უდიდეს ქალაქად იქცა. ქალაქის ტერიტორიაზე გადის განგის არხი, რომლის მშენებლობა 1928 წელს დასრულდა და ინდირა განდის არხი, რომლის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ბიკანერის სახელწოდება ორი სიტყვის ნაზავს წარმოადგენს: ბიკა ქალაქის დამფუძნებლის, რაო ბიკადან მომდინარეობს, ხოლო ნერ რაჯასტანულ ენაზე „ადგილს“, „ქალაქს“ ნიშნავს.

 
ჯუნაგარჰის ფორტი

XV საუკუნის შუა ხანებამდე დღევანდელი ბიკანერის ტერიტორია უნაყოფო ველური ბუნებით იყო დაფარული, რომელსაც ჯანგლადეში ეწოდებოდა.[1][2]

ბიკანერი 1488 წელს რაო ბიკამ დააარსა. იგი რათჰორის კლასნის მაჰარაჯას, რაიო ჯოდჰას, ჯოდპურის დამფუძნებლის პირველი ვაჟი იყო. როგორც ჯოდჰას პირველ ვაჟს, რაო ბიკას არა უბრალოდ მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ჯოდპური ან მაჰარაჯას ტიტული, არამედ საკუთარი სამეფო სურდა. სწორედ ამიტომ, რაო ბიკამ საკუთარი სამეფოს დაარსება გადაწყვიტა, რომელიც დღევანდელი ბიკანერის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ჯანგლადეშის ტერიტორიაზე. რადგანაც თარის უდაბნოში მდებარეობდა, ბიკანერი ცენტრალურ აზიასა და გუჯარათის სანაპიროს შორის სავაჭრო მარშრუტზე მდებარე ოაზისად მიიჩნეოდა. ახლად დაარსებულს ქალაქს სახელი დამფუძნებლის პატივსაცემად ეწოდა („ბიკას დასახლება“). 1478 წელს ბიკამ ფორტი ააგო, რომლის ნანგრევებიც დღემდეა შემორჩილი. ასი წლის შემდეგ ახალი ფორტი ააგეს, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 1.5 კმ-ითაა დაშორებული და ჯუნაგარჰის ფორტის სახელწოდებითაა ცნობილი.[3][4][5]

ბიკანერის აყვავების ხანა ქალაქის დაფუძნებიდან დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, მეექვსე რაჯის, რაი სინგჰის მმართველობის პერიოდს ემთხვევა, რომელიც 1571 წლიდან 1611 წლამდე გაგრძელდა. დიდ მოგოლთა იმპერიის მმართველობის დროს რაჯა რაი სინგჰმა მოგოლთა სუვერენობა მიიღო და იმპერატორ აქბარისა და მისი ვაჟის, იმპერატორ ჯაჰანგირის კარზე არმიის გენერლის წოდება ჰქონდა. რაი სინგჰმა წარმატებული სამხედრო კამპანიის შემდეგ მევარის სამეფოს ნახევარი დაიპყრო იმპერიისთვის, რითიც მოგოლთა იმპერატორებისგან ჯილდოები და წოდებები დაიმსახურა. რაი სინგჰს გუჯარათისა და ბურჰანპურის ჯაგირები გადასცეს. ჯაგირებიდან მიღებული შემოსავლებით მან ზღვის დონიდან 230 მეტრზე ჩინტამანი დურგი (ჯუნაგარჰის ფორტი) ააგო.[3][5][6]

 
ქვიშის დიუნები ბიკანერის მახლობლად

ბიკანერი თარის უდაბნოს შუა ნაწილში მდებარეობს. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ბიკანერი ცხელი უდაბნოს კლიმატურ სარტყელშია (BWh) მოქცეული, რომელიც ძალიან მცირე ნალექიანობითა და მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. ზაფხულში ტემპერატურამ შეიძლება 48 °C-ს მიაღწიოს, ხოლო ზამთაში შეიძლება გაყინვის ტემპერატურამდე დაეცეს.

ბიკანერის კლიმატი ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევებით ხასიათდება. ზაფხული ძალიან ცხელია, 28–53.5 °C-ს (82.4–128.3 °F) შორის მერყეობს. ზამთარში საკმაოდ ცივა და ტემპერატურა −4–23.2 °C-ს (24.8–73.8 °F) შორისაა.[7] წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 260-440 მმ-ს შორის მერყეობს.[7][8] უმაღლესი ტემპერატურა, 49.5 °C (121.1 °F), 2016 წლის 19 მაისს დაფიქსირდა, ხოლო უდაბლესი, −4.0 °C (24.8 °F), ― 1964 წლის 26 იანვარს.

ჰავის მონაცემები — ბიკანერი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 32.9 37.2 42.8 47.2 49.5 48.9 47.8 43.4 43.9 42.2 38.5 33.5 49.5
საშუალო მაღალი °C 23.4 26.6 32.4 38.4 42.0 41.6 38.6 37.3 37.6 36.2 31.1 25.6 34.2
საშუალო დაბალი °C 7.3 10.9 16.7 22.6 27.4 29.3 28.4 27.2 25.7 20.2 13.6 8.3 19.8
რეკორდულად დაბალი °C −4.0 −2.5 −0.6 8.3 13.7 17.8 20.5 20.6 16.5 7.6 0.6 −2.8 −4.0
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 6.2 9.0 8.4 7.4 29.4 39.6 92.5 54.5 25.6 12.3 1.0 2.4 288.4
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.7 1.0 0.9 1.1 1.8 2.3 5.0 3.5 2.0 0.4 0.2 0.2 19.1
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 33 27 20 15 17 27 45 47 37 25 30 35 30
ცვრის წერტილის საშუალო °C 3 5 7 9 13 19 23 23 20 12 8 5 12
საშუალო UV ინდექსი 5 6 7 9 9 9 8 8 8 7 6 4 7
წყარო 1: India Meteorological Department[9][10] Time and Date (dewpoints, 2005-2015)[11]
წყარო 2: Weather Atlas[12]

დემოგრაფია

რედაქტირება
მოსახლეობის ისტ. რაოდენობა
წელი მოს. ±%
1891 56 300
1901 53 100 −5.7%
1911 55 800 +5.1%
1921 69 400 +24.4%
1931 85 900 +23.8%
1941 127 200 +48.1%
1951 117 100 −7.9%
1961 150 600 +28.6%
1968 186 600 +23.9%
1971 208 900 +12.0%
1981 280 400 +34.2%
1991 416 300 +48.5%
2001 529 690 +27.2%
2011 644 406 +21.7%

2011 წლის აღწერის მიხედვით, ბიკანერის მოსახლეობა 644 406 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ბიკანერი 70-ე ადგილზეა ინდოეთის მასშტაბით და მე-5 ადგილზეა შტატის მასშტაბით. სქესობრივი თანაფარდობაა: 904 ქალი 1 000 კაცზე. წერა-კითხვის ცოდნის დონე 79%-ია: კაცებს შორის ― 87%, ხოლო ქალებს შორის ― 71%.[13]

ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია. უდიდეს რელიგიურ უმცირესობას მუსლიმანები შეადგენენ. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ჯაინიზმის მიმდევარია.[14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. TL, Prabhu (4 August 2019) Majestic Monuments of India: Ancient Indian Mega Structures. Nestfame Creations Pvt. Ltd.. 
  2. (1996) Encyclopaedia Indica: Princely States in colonial India (en). Anmol Publications, გვ. 206, 207. ISBN 978-81-7041-859-7. 
  3. 3.0 3.1 Ring, Trudy (1996). International Dictionary of Historic Places: Asia and Oceania. Taylor & Francis, გვ. 129. ISBN 1-884964-04-4. 
  4. Ward, Philip (1989). Northern India, Rajasthan, Agra, Delhi: a travel guide. Pelican Publishing Company, გვ. 116–119. ISBN 0-88289-753-5. 
  5. 5.0 5.1 History. National Informatics centre, Bikaner district. ციტირების თარიღი: 7 December 2009
  6. Junagarh Fort, Bikaner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 7 December 2009
  7. 7.0 7.1 Bikaner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 9 December 2009
  8. Climate of Bikaner. ციტირების თარიღი: 9 December 2009
  9. Station: Bikaner(P.B.O) Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 151–152. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 20 January 2021
  10. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 20 January 2021
  11. Climate & Weather Averages in Bikaner, Rajasthan, India. Time and Date. ციტირების თარიღი: 20 July 2022
  12. Climate and monthly weather forecast Bikaner, India. Weather Atlas. ციტირების თარიღი: 13 June 2022
  13. Bikaner City Population Census 2011. Government of India.
  14. C-01: Population by religious community - Sri Ganganagar district. ციტირების თარიღი: 15 June 2022