ბინიამინ ნეთანიაჰუ
(გადამისამართდა გვერდიდან ბიბი ნეთანიაჰუ)
ბინიამინ „ბიბი“ ნეთანიაჰუ (ებრ. בִּנְיָמִין "בִּיבִּי" נְתַנְיָהו, დ. 21 ოქტომბერი, 1949, თელ-ავივი) — ისრაელის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე; კონსერვატიული პარტია ლიკუდის ლიდერი (1993-1999 და 2005-დან), ისრაელის პრემიერ-მინისტრი (1996-1999 და 2009-დან). ის არის პირველი და დღემდე ერთადერთი ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნების შემდეგ დაიბადა. იყო ფინანსთა მინისტრი 2003-დან 2005 წლის 9 აგვისტომდე, როდესაც ის არიელ შარონის ღაზადან გამოსვლის გეგმის პროტესტის ნიშნად გადადგა. 2006-2009 წლებში კნესეტში ოპოზიციის ოფიციალური ლიდერი. 2007 წლის აგვისტოში პარტიის არჩევნებში მოშე ფეიგლინის დამრცხებით პარტიის ხელმძღვანელის პოსტი შეინარჩუნა.
ბინიამინ ნეთანიაჰუ | |
ისრაელის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 მარტი, 2009 – 13 ივნისი, 2021 | |
პრეზიდენტი | შიმონ პერესი |
წინამორბედი | ეჰუდ ოლმერტი |
მემკვიდრე | ნაფტალი ბენეტი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ივნისი, 1996 – 6 ივლისი, 1999 | |
პრეზიდენტი | ეზერ ვაიცმანი |
წინამორბედი | შიმონ პერესი |
მემკვიდრე | ეჰუდ ბარაკი |
დაბადებული | 21 ოქტომბერი, 1949 თელ-ავივი |
მოქალაქეობა | ისრაელი |
ეროვნება | ებრაელი |
პოლიტიკური პარტია | ლიკუდი |
მეუღლე | სარა ნეთანიაჰუ |
რელიგია | იუდაიზმი |
ხელმოწერა |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- ბინიამინ ნეთანიაჰუ — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ბინიამინ ნეთანიაჰუ — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: