ბექა ქანთარია (დ. 25 ივნისი, 1981, ჯვარი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი, სამართლის დოქტორი, კონსტიტუციოლოგი. ავტორი სამეცნიერო ნაშრომებისა, მათ შორის 5 მონოგრაფიის და ერთი სახელმძღვანელოსი საკონსტიტუციო სამართალში. არის საქართველოს კონსტიტუციის კომენტარების თანაავტორი (GTZ, 2013). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალის, „იუსტიციის“ გამოცემათა გამწესრიგებელი. სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ბექა ქანთარია
დაბადების თარიღი 25 ივნისი, 1981 (1981-06-25) (43 წლის)
დაბადების ადგილი ჯვარი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა სამართალმცოდნეობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1998 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარის საშუალო სკოლა. 1999-2004 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, 2005-2006 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, 2006-2012 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაზე. 2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „დასავლური კონსტიტუციონალიზმის პრინციპები და მმართველობის ფორმის სამართლებრივი ბუნება პირველ ქართულ კონსტიტუციაში“.

2019-2022 წლებში აკადემიკოს მინდია უგრეხელიძესთან ერთად გამოსცა „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია“, რომელიც ქართული სამართლის ისტორიაში პირველი ფუნდამენტური შრომებია კონსტიტუციონალიზმის დარგში.

2022 წელს ბექა ქანთარიას კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარი“. 2022 წელს მისი ავტორობით გამოიცა წიგნი: „Liber Amicorum - მინდია უგრეხელიძე 80“, რომელიც საფუძველს უყრის ახალ მიმართულებას სამართალმცოდნეობაში — „სამართლის პერსონოლოგიას“.

პროფესიული საქმიანობა

რედაქტირება

2003-2004 წლებში ბექა ქანთარია იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი, 2005 წლიდან დღემდე ლექციებს კითხულობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 2021 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი (IACL), ევროპის აკადემიური ცენტრის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წვერი.

ბექა ქანთარიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

სამეცნიერო შრომები

რედაქტირება
  • Liber Amicorum - მინდია უგრეხელიძე 80 (ცდა სამართლის პერსონოლოგიის შემოღებისა)“. 2022.
  • „საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია: ქმნადობის მისადგომებთან“ (აკადემიკოს მინდია უგრეხელიძესთან თანაავტორობით). 2022;
  • „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია“, 1, 2 და 3 ტომი (აკადემიკოს მინდია უგრეხელიძესთან თანაავტორობით). 2019, 2020, 2021;
  • „კონსტიტუციონალიზმი როგორც ცივილიზაციის მონაპოვარი. კრებულში: “„პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი“. 2021;
  • „Standards of Bicameralism: The Implementation Perspective in Georgia“. E-Journal of Law (EJL). Turkey. p. 65-84. 2020;
  • „კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპები და მმართველობის ფორმის სამართლებრივი ბუნება პირველ ქართულ კონსტიტუციაში”. 2013;

ჯილდოები

რედაქტირება
  • საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი (ორგზის, 2004, 2005);
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიატი (რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, 2008);
  • KAAD სტიპენდიატი (მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლის ინსტიტუტი. ჰაიდელბერგი გერმანია, 2015);
  • DAAD სტიპენდიატი (ორგზის, იენის უნივერსიტეტი, გერმანია, 2016, 2021);
  • მაქს პლანკის ევროპული სამართლის ისტორიის ინსტიტუტის სტიპენდიატი (ფრანკფურტი, გერმანია, 2017);
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარი“ (2022);

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება