ბესტიაშვილის თეთრა

აგუნაქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია ვასილ ბესტავაშვილის მიერ 1950 წელს შასლასა და სუფრის გორულას შეჯვარებით.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი მომრგვალო ან ოვალურია, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა დაფარული ჯაგრისებრ-აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე დიდია, კონუსური, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიმკვრივის ან კუმსი. მარცვალი მომრგვალოა, მოთეთრო-მოყვითალო. დაფარულია სქელი ცვილისებრი ფიფქით. კანი სქელია და საშუალო სიმკვრივის. რბილობი ხორციანია და მკვრივია, გემო — სასიამოვნო.

ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. საადრეო სიმწიფისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 126-130 დღეა. მტევნის საშუალო წონა 230-260 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-5.5 გ/ლ-ს. ბესტავაშვილის თეთრა მაღალხარისხიან სასუფრე ყურძენს იძლევა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 542