ბესარიონ გაბური
ხევსური მელექსე, მთქმელი (1889—1953)
ბესარიონ მარტიას ძე გაბური (გაბუური, გიორგი აბაისძე) (დ. 1889 — გ. 1953, სოფ. სამგორი, ახლანდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მელექსე, მთქმელი, ხევსურული ზეპირსიტყვიერების შემკრები.
ცხოვრობდა ხევსურეთში, არხოტის თემის სოფ. ჭიმღაში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, სადაც დაიჭრა. ერთხანს იყო პეტერბურგსა და იურიევში. მან თავი მოუყარა ხევსურულ ფოლკლორულ მასალას, რომელიც, გაბური ლექსებთან ერთად, 1925 წელს „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეულში“ (I–II) გამოაქვეყნა აკაკი შანიძემ. 1926–1928 წლებში გაბურის მიერ ჩაწერილი და შეთხზული ლექსები დაიბეჭდა ა. შანიძის წიგნში „ქართული ხალხური პოეზია, I. ხევსურული“ (1931). გაბურის თიკუნები (ფსევდონიმები) იყო „ბესარიონი“, „ბალახურისძე“, „არხოტიონი“ და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 525.
- მანანა გაბური, ბესარიონ გაბურის ცხოვრება, შემკრებლობითი მუშაობა და შემოქმედება, თბ., 2009.