ბერტა შვაბიელი
ბერტა შვაბიელი (დ. დაახ. 907 წ. - გ. 966 წ. 2 იანვრის შემდეგ), ალემანური ჰუნფრიდინგის დინასტიის წარმომადგენელი, მეფე რუდოლფ მეორესთან ქორწინების შედეგად ფლობდა ბურგუნდიის დედოფლის ტახტს 922წ.-დან, 937 წ.-მდე და იტალიის დედოფლის სტატუსს - 922 წ.-დან 926 წ.-მდე. 937 წ.-დან, მეფე ჰუგოსთან ქორწინების შემდეგ, 948 წლამდე (ჰუგოს სიკვდილამდე) იყო იტალიის დედოფალი.
ბერტა შვაბიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | დაახ. 907 წ. |
გარდაცვალების თარიღი | 966 წ. 2 იანვრის შემდეგ |
დაკრძალულია | პეიერნის სააბატო |
რელიგია | კათოლიკე |
მეუღლე(ები) | რუდოლფ მეორე ბურგუნდიელი; ჰუგო იტალიელი; |
შვილ(ებ)ი | ადელაიდა იტალიელი; კონრად ბურგუნდიელი; |
მშობლები |
მამა: ბერშარდ მეორე, შვაბიის ჰერცოგი დედა: რეჯელინდა |
ცხოვრება
რედაქტირებაბერტა, ჰერცოგ ბერშარდ მეორე შვაბიელისა და მისი მეუღლის, რეჯელინდას ქალიშვილი გახლდათ. 922 წ.-ს, ის ბურგუნდიელ მეფეს, რუდოლფ მეორეს მიათხოვეს.[1] ზედა ბურგუნდიის ველფ მმართველებს მრავალჯერ გაელაშქრათ მოსაზღვრე შვაბიული თურგაუს კანტონის წინააღმდეგ, და ქორწინება ზავის დადების ჟესტად შემდგარიყო. მეუღლესთან ერთად, ბერტამ ამსოლდინგენის ეკლესია დააფუძნა.[2]
რუდოლფი 937 წელს გარდაიცვალა,[3] ბერტა კი, 937 წლის 12 დეკემბერს, იტალიის მეფე ჰუგოზე გათხოვდა.[4] ქორწინება არ იყო ბედნიერი. ჰუგო 947 წელს გარდაიცვალა, ბერტა კი ბურგუნდიაში დაბრუნდა. 950-960 წლებში, ბერტამ პეიერნის სააბატო დაარსა, სადაც ის დაიკრძალა კიდეც.[3] შვეიცარიის რომანდიის რეგიონში ის დღემდე მოხსენიებულია როგორც „კეთილი ბერტა დედოფალი“ და მის ცხოვრებაზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს.[5]
შვილები
რედაქტირებაბერტასა და რუდოლფს შეეძინათ:
- ადელაიდა იტალიელი, რომელიც საღვთო რომის იმპერატრიცა გახდა, როგორც იმპერატორ ოტო პირველის მეუღლე.
- კონრადი, რომელიც ბურგუნდიის მეფე გახდა მამამისის გარდაცვალების შედეგად, 937 წ.-ს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Reuter & McKitterick 1999, p. 699.
- ↑ Rumpf 1977, p. 182.
- ↑ 3.0 3.1 Rumpf 1977, p. 187.
- ↑ Reuter & McKitterick 1999, p. 353.
- ↑ Rumpf 1977, p. 181-195.