ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბერნარდო (იტალ. Bernardo; დ. 797 — გ. 17 აპრილი, 818) — იტალიის მეფე 813–818 წლებში. პიპინოს ვაჟი.

ბერნარდ იტალიელი და მილანის მთავარეპისკოპოსი ანსელმ I. XVII საუკუნის ფრესკა წმინდა ამბროსის ბაზილიკაში.

როდესაც 817 წელს, ბერნარდოს ბიძამ, იმპერატორმა ლუი I-მა, თავის თანამმართველად და მემკვიდრედ თავისი ვაჟი ლოტარი აღიარა, ბერნარდო აღშფოთდა და დაიწყო ომისთვის მზადება. მაგრამ მან ვერ შეძლო ფრანკებთან ომისთვის საკმარისი ძალების შეკრება. 818 წელს ბერნარდო, უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ, მეგობრებთან ერთად, გაემგზავრა იმპერატორთან შალონში. ლუიმ თავის ვასალებს უბრძანა ძმის შვილის გასამართლება. მათ ბერნარდო მეამბოხედ გამოაცხადეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ლუიმ ვერ გაბედა ამ განაჩეის დამტკიცება, მაგრამ დათანხმდა ბერნარდოს დაბრმავებაზე. დაბრმავების შემდეგ ბერნარდო ორ დღეში მოკვდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • McKitterick, Rosamond, The Frankish Kingdoms under the Carolingians
  • Riché, Pierre, The Carolingians
  • McKitterick, Rosamond, The New Cambridge History, 700–900
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X