ბერმუდო III (ესპ. Bermudo III; დ. 1010 — გ. 4 სექტემბერი, 1037) — ლეონის მეფე 1028–1037 წლებში. ალფონსო II-ის ვაჟი.

ბერმუდო III

1034 წელს ნავარის მეფემ სანჩო დიდმა დაიწყო ბერმუდოსთან ომი სასაზღვრო რეგიონებისთვის, დაამარცხა და მოკლე ხანში ლეონი მთლიანად დაიპყრო, გალისიის გარდა. 1037 წელს, სანჩოს სიკვდილის შემდეგ, ბერმუდომ დაიწყო ომი მის ვაჟებთან — ფერდინანდთან და გარსიასთან. სისხლისმღვრელი ბრძოლა მოხდა მდინარე კარიონესთან. ბერმუდო წინა რიგებში იბრძოდა და შუბით მოკლეს. მისი სიკვდილით დასრულდა ლეონის დინასტია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X